ფარშირებული ნიჟარები ბეშამელის სოუსით – მაკარონის საუკეთესო კერძი, რაც კი გამისინჯავს

2675

გემრიელი ნიჟარების მოსამზადებლად, უნდა შეიძნოთ სპეციალური მაკარონის ნაწარმი ფარშირებისთვის. მაგალითად: კონკილიონი, ლუმაკონი ან კანელონი.

ამ იტალიურ კერძში მთავარი შიგთავსია, ის შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. თუ კერძს ფარშით მოამზადებთ, ის მაღალი ხარისხის პელმენებს მოგაგონებთ. სცადეთ სოუსთან ერთად, აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 30 ც კონკილიონი
  • 650 გრ საქონლის ხორცის ფარში
  • 70 გრ მაგარი ყველი
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 300 მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 70 გრ მწვანე ხახვი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 450 მლ რძე
  • 2 ს.კ. კარაქი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოამზადეთ შიგთავსი. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა, დაჭერით კუბებად, დაჭერით წვრილად მწვანე ხახვი, მოთუშეთ ზეთში. დაამატეთ ფარში და თუშეთ 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ბულიონი, მარილი, პილპილი და კიდევ 25 წუთის განმავლობაში მოთუშეთ.
  2. მოამზადეთ სოუსი. დაადნეთ კარაქი ტაფაზე, დაამატეთ ფქვილი, მოურიეთ და მოამზადეთ 2 წუთის განმავლობაში. დაასხით ნელ-ნელა რძე. დაუმატეთ მარილი და პილპილი. როცა მასა შესქელდება, დაუმატეთ გახეხილი ყველი. გააცივეთ მასა და ჩაასხით საცხობ ფორმაში.
  3. მოხარშეთ მაკარონი ნახევრად. დატენეთ შიგთავსით და მოათავსეთ სოუსში.
  4. შედგით კერძი 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
  5. მოაყარეთ დარჩენილი ყველი და კიდევ 3 წუთით შედგით ღუმელში.

თუ ფარშის ნაცვლად ტკბილ შიგთავსს გამოიყენებთ, გამოგივათ ორიგინალური დესერტი. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და გაახარეთ ოჯახის წევრები გემრიელი კერძებით.