უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი – რეცეპტი, რომელიც ძალიან შეგიყვარდებათ

2193

ღვეზელისა და და ხილის ტარტის ცომი უნდა მომზადდეს რაც შეიძლება სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ ინგრედიენტები არ გათბეს (დარბილდეს). ჯობს სამზარეულოს კომბაინის გამოყენება, თუ რასაკვირველია გაქვთ. სრული დამუშავებისთვის მაქსიმუმ 1 წუთი დაგჭირდებათ.

გასტრონომია დღეს საუცხოო ვაშლის ღვეზელს მოგიმზადებთ. ფხვიერი ცომის ინგრედიენტების ის რაოდენობა, რომელიც აქ არის მოცემული, საკმარისია 23-25 სმ დიამეტრის ერთი ღვეზლის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები:

ცომი: 

  • 375 გ ფქვილი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 2/3 ფინჯანი კარაქი ან 1/3 ფინჯანი კარაქისა და 1/3 მცენარეული ცხიმის ნაზავი
  • დაახლოებით 7 სუფრის კოვზი ცივი წყალი; დამატებით – თუ საჭიროა

გულსართი: 

  • 750 გ მომჟავო ვაშლი (6-7 ცალი საშუალო ზომის)
  • 100 გ შაქარი; დამატებით – 1 სუფრის კოვზი მოსაყრელად
  • 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ან ლიმონის ახალგამოწურული წვენი
  • 2 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 2 სუფრის კოვზი რძე, ზემოდან წასასმელად

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი +30 წუთი გასაცივებლად

ცხობა: 40 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ფხვიერი ცომი: ფოტოებზე მოცემულია რეცეპტის ნაბიჯ-ნაბიჯ  მომზადების ინსტრუქცია, რომელიც ზუსტად უნდა დაიცვათ. მომზადებული ცომი სულ ცოტა 30 წუთი მაინც გააცივეთ.
  2. გააცხელეთ ელექტროღუმელი 220 გრადუსზე. (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 7) და ყალიბი ღუმელში შედგით.
  3. გულსართი:გათლილ, გულამოღებულ ვაშლებს შეურიეთ შაქარი, ფორთოხლის წვენი, ფქვილი და დარიჩინი.
  4. ცომი ორად გაყავით, ერთი მეორეზე ოდნავ დიდი უნდა იყოს.
  5. მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და ცომის შედარებით დიდი გუნდა გააბრტყელეთ ისე, რომ 25 სმ დიამეტრიან ყალიბს მოერგოს. კარგად გადაანაწილეთ მთელ ფართობზე, კიდეებიც ამოუყვანეთ. გულსართი კოვზით ჩადეთ ცომში.
  6. მეორე, პატარა ცომის გუნდა გააბრტყელეთ, კიდეები ოდნავ წყლით დაასველეთ, ზემოდან დააფარეთ და ორივე ნაწილის გვერდები ხელით შეაწებეთ. ზედმეტი ცომი მოაცილეთ.
  7. ზედა ნაწილი ორგან ჩაჭერით, რომ ცხობისას ორთქლი ამოვიდეს. ფუნჯით გადაუსვით რძე და შაქარი მოაყარეთ.
  8. აცხვეთ 10 წუთი. დაუწიეთ ცეცხლს 190 გრადუსზე და აცხვეთ კიდევ 30 წუთი, სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება.
  9. სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან ცივი.