როგორ მოვამზადოთ ბრაზილიური ღვეზელები “კოშინია”, საშინაო პირობებში

1330

კოშინია პოპულარული ბრაზილიური კერძია, რომელიც ქუჩებში იყიდება. გარეგნულად იგი ქათმის ბარძაყს წააგავს, მისი ბრაზილიური სახელიც თარგმანში სწორედ ამას ნიშნავს. ეს ღვეზელები იდეალური წასახემსია.

ხრაშუნა ქერქში დამალული ფაფუკი ცომი და წვნიანი შიგთავსი, გემრიელია როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში. კოშინიას მაღაზიებში ვერ იპოვით, მაგრამ მას სახლში ძალიან მარტივად მოამზადებთ.

ინგრედიენტები

  • 2 ც ქათმის ფილე
  • 50 გრ კარაქი
  • 500 მლ რძე
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული სუხარი გემოვნებით
  • 60 მლ ქათმის ბულიონი
  • 240 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 ც ხახვი
  • 2 ც კვერცხი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. დაჭერით ხახვი და შეწვით, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ფილე, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი. მოამზადეთ 5 წუთის განმავლობაში.

2. ერთმანეთს შეურიეთ რძე, ბულიონი და კარაქი, მოადუღეთ და მარილი ჩაყარეთ. დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ.

3. ადუღეთ დამატებით 2-3 წუთით, ცომი ჭურჭლის კედლებს უნდა ეკრობოდეს. შემდეგ ცოტატი გააგრილეთ და მოზილეთ ცომი.

4. ცომი გაყავით რამდენიმე პატარა ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ, ცენტრში მოამზადეთ შიგთავსი და ცომის კიდეები შეაწებეთ ერთმანეთს ისე, რომ მსხლის მსგავსი ფორმა მიიღოთ.

5. ათქვიფეთ კვერცხი და ამოავლეთ “მსხლები” მასში, შემდეგ დაფქულ სუხარში და კვლავ კვერცხში. კარგად შეწვით კოშინიები.

პატარა ზომის “ქათმის თეძოები” მოეწონება ყველას, ბავშვებსაც კი. შიგთავსს შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ყველი და მიირთვათ ნებისმიერ სოუსთან ერთად.