თათრული ღვეზელი ბელეში ხორცის გარეშე: წარმოუდგენლად არომატული ვახშამი 20 წუთში

1423

ბელეში – თათრული სამზარეულოს ეროვნული კერძია. მისი შიგთავსის სახით იყენებენ ხორცს, ბრინჯს, ბოსტნეულს ან ხილს.

“გასტრონომია” გთავაზობთ მოამზადოთ ბელეში ბოსტნეულით და ყველით. მისი მომზადება იოლია, შედეგად კი უგემრიელესი ღვეზელი გამოდის. ტრადიციის მიხედვით, ბელეშს არ ჭრიან – ხელით მოატეხენ, შიგთავსს კი კოვზით მიირთმევენ. ვინაიდან, ღვეზელი დიდი გამოდის, ის სუფრის ყველა წევრს ეყოფა.

ინგრედიენტები

  • 2,5 ჭიქა ფქვილი
  • 400 გრ ხაჭოს ყველი
  • 1 ჩ.კ. ქონდარი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 0,5 კგ კარტოფილი
  • 0,5 კგ ყაბაყი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 200 გრ კარაქი
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ყველი დაჭერით და ქონდართან ერთად შეწვით ტაფაზე.

2. ფქვილი გაცერით, დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა, 100 გრ კარაქი, კეფირი და მოზილეთ ელასტიური ცომი. დადგით 30 წუთით.

3. დაჭერით კუბებად კარტოფილი და ყაბაყი, დაუმატეთ მარილი და პილპილი, შეურიეთ ყველას.

4. ცომის მესამედი გადადეთ – ის ღვეზელის “ქუდი” იქნება. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, გააბრტყელეთ დანარჩენი ცომი ისე რომ კუთხეებზეც გადავიდეს.

5. მოათავსეთ შიგთავსი ცომზე, ზემოდან დაადეთ დაფნის ფოთოლი და დაჭრილი კარაქი. გააბრტყელეთ გადადებული ცომი და დააფინეთ ღვეზელს. ცენტრში ამოიღეთ გული.

6. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღმელში 30 წუთით, გამოიღეთ ნახევრად მომზადებული ღვეზელი. ნასვრეტში ფრთხილად ჩაასხით წყალი.

7. დაუკელით ტემპერატურას 180 გრადუსამდე და კიდევ 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. წაუსვით კარაქი, დააფარეთ ფოლგა და დატოვეთ 15 წუთით.

ბელეშის მომზადებას დიდი დრო უნდა, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ნუ დაიზარებთ და მოამზადეთ თათრული ღვეზელი, ასიამოვნეთ ოჯახის წევრებს. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!