ძალიან ფაფუკი და ჰაეროვანი ზეფირი საკუთარი ხელით, სულ რაღაც 30 წუთში

0
3386

ზეფირი – დესერტი, რომელიც განურჩევლად ასაკისა, ყველას ძალიან გვიყვარს. ამ ნაზი, ფაფუკი და ჰაეროვანი ტკბილეულის სახელწოდება ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც “მსუბუქი ნიავი”. სწორი პროპორციებით მომზადებული ზეფირი თავის სახელს ნამდვილად ამართლებს, რადგან ის ძალიან ჰაეროვანი გამოდის და პირში მოხვედრისთანავე დნება. გემრიელი ზეფირის მომზადებას მარტივად შეძლებთ დამოუკიდებლად სახლის პირობებში.

ვაშლის ზეფირი საკუთარი ხელით

ინგრედიენტები: 

  • 250 გრამი ვაშლის ფაფა
  • 250 გრამი შაქარი ვაშლის პიურესთვის
  • 475 გრამი შაქარი სიროფისთვის
  • 1 კვერცხის ცილა
  • 11 გრამი ჟელატინი
  • 160 მლ წყალი
  • 1 პატარა შეფუთვა ვანილი
  • შაქრის პუდრი

მომზადება: 

1. პირველ რიგში, გამოაცხეთ ვაშლი ღუმელში, შემდეგ გაასუფთავეთ კანისგან და ჩანგლით კარგად დასრისეთ. თქვენ უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა.

2. ვაშლის მზა პიურეში ჩაამატეთ შაქარი და ვანილი, კარგად გადაურიეთ. დააყოვნეთ ეს ნარევი სულ რამდენიმე წუთით.

3. წინასწარ მცირე რაოდენობით წყალში კარგად დამბალი ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე და დატოვეთ მის სრულ გახსნამდე. აუცილებლად ურიეთ მუდმივად.

4. დაიწყეთ სიროფის მომზადება ზეფირისთვის. მოცემული რაოდენობით წყალში დაამატეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ მუდმივად იქამდე, სანამ მასა არ გაბლანტდება. მიღებულ ბლანტ მასაში დაამატეთ გახსნილი ჟელატინი, გადმოდგით ცეცხლიდან და განაგრძეთ რევა რამდენიმე წუთის განმავლობაში.

5. ვაშლის პიურეში ჩაამატეთ ერთი კვერცხის ცილის ნახევარი.

6. მიქსერის გამოყენებით ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ნარევს დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩაამატეთ ცილის მეორე ნახევარი და განაგრძეთ რევა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. უნდა მიიღოთ ბლანტი, ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა.

7. ჩაამატეთ მასში ჟელატინიანი სიროფი.

8. განაგრძეთ თქვეფა იქამდე, სანამ მასა თეთრი და ჰაეროვანი არ გახდება.

9. გადმოიტანეთ ზეფირის მასა პერგამენტის ქაღალდზე პატარა ფორმებად.

10. სურვილისამებრ, მოაყარეთ ზემოდან შაქრის პუდრი და დააყოვნეთ ის 1 დღე-ღამის განმავლობაში. უგემრიელესი ზეფირი მზად არის!

ოჯახის წევრები და მეგობრები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებიან, როდესაც თქვენი ხელით მომზადებულ ზეფირს გასინჯავენ. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი