ცომის ხვეულიბი კომბოსტოს შიგთავსით:უსაფუარო ცომისგან

1263

საოცარი ფუნთუშის რეცეპტი წვნიანი კომბოსტოს შიგთავსით.

ცომს მოვამზადებთ საფუარის გარეშე, ამიტომაც ძალიან წრაფად მომზადდება.

ეს ღვეზელი ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ. მისი მომზადება თითქმის ყოველდღე მიწევს.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • კეფირი 250გ
  • კარაქი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • კომბოსტო 350გ
  • ხახვი 150გ
  • სტაფილო 220გ
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
  • წითელი წიწაკა 1/2 ჩაის კოვზი

დამატებით

  • სეზამის მარცვლები
  • კვერცხი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. მოვამზადოთ ცომი.
  2. დიდ ჯამში ჩაასხით კეფირი და დაუმატეთ გამღვალი კარაქი.
  3. ჩატეხეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და კარგად მოურიეთ.
  4. სოდას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ნელ-ნელა დაუმატეთ მტავარ მასას.
  5. მოზილეთ ცომი, დააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ 15-20 წუთი.
  6. სანამ ცომი ისვენებს მოვამზადოთ შიგთავსი.
  7. ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილოგახეხეთ მსხვილად, კომბოსტო დაჭერით წვრილად და გრძლად.
  8. გაახურეთ ტაფა და ზეთი.
  9. შეწვით ხახვი, დაუმატეთ სტაფილო და კარგად მოურიეთ.
  10. შემდეგ დაუმატეთ კომბოტო და მოურიეთ, შეწვით დარბილებამდე.
  11. ბოლოს დაუმატეთ მარილი, შავი და წითელი წიწაკა.
  12. კარგად მოურიეთ, დააფარეთ თავზე და მოთუშეთ 3-4 წუთი.
  13. შიგთავსი მზად არის.
  14. მოსული ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად (მე გამომივიდა 22 ნაწილი).
  15. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ძალიან თხლად.
  16. ერთ კუთხეში მოათავსეთ შიგთავსი, სეუკეცეთ გვერდები და დაახვიეთ.
  17. მზა ხვეულები მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
  18. წაუსვით კვერცი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
  19. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15-18 წუთი.

გემრიელად მიირთვით!