ცომის გუფთა ზარმაცებისთვის

ცომის გუფთა ზარმაცებისთვის ხაჭოთი – ერთ-ერთი კერძია რომელიც ყველას გვიყვარს ბავშვობიდან მოყოლებული. ამ სტატიაში მოყვანილი რეცეპტი ძალიან იოლია და დესერტი უგემრიელესი გამოდის მიუხედავად იმისა, რომ მასში შაქრის შემცველობა მინიმალურია.

ზარმაცების ცომის გუფთა

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 30 გრამი კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. აუერიეთ ყველა ინგრედიენტი გარდა ფქვილისა. კარგად მოურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ!
2. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი
3. ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და პატარა ნაჭრებად დაწერით.
4. დადგით წყლიანი ქვაბი ცეცხლზე და როცა ადუღდება მარილი ჩააყარეთ. მდურარე წყალში ზარმაცების ცომის გუფთები ჩაყარეთ.
5. როდესაც ცომი ამოტივტივდება 40 წამი კიდევ ადუღეთ და ამოიღეთ.

ის ჯემით, არაჟნით, სეზონური კენკრით და ხილით ან კარაქთან ერთად მიირთვით.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი