ჩებურეკი ებრაული რეცეპტით, რომელიც მზადდება მარტივად. ყველის წელვადი შიგთავსი და იდეალურად ხრაშუნა კანი

0
732

ნამდვილი, კლასიკური ჩებურეკი ცხვრის ხორცისა და ხახვისგან მზადდება. გამომდინარე იქიდან, რომ კულინარიაში რაიმე სახის საზღვრები არ არსებობს, ჩვენ ხშირად ვატარებთ სხვადასხვა გემრიელ ექსპერიმენტებს. მაგალითად, ჩებურეკი არანაკლებ გემრიელი და არომატული გამოდის სხვა შიგთავსითაც, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ცომი სწორად არის მომზადებული და ის იდეალურად ხრაშუნაა.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ჩებურეკის მომზადების ებრაულ რეცეპტს. ყველის წვნიანი, წელვადი შიგთავსითა და ხრაშუნა ქერქით გამორჩეული ეს ჩებურეკი მართლაც ძალიან გემრიელი გამოდის. პირველად ის მეგობართან დავაგემოვნე და მაშინვე იმდენად მომეწონა, მეორე დღეს საკუთარი ხელით მომზადებაც ვცადე. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ჩებურეკის მომზადება ამ რეცეპტით საერთოდ არ არის რთული.

ებრაული ჩებურეკი საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 250 მლ გაზირებული წყალი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. არაყი
  • 700 გრამი ფქვილი
  • 450 გრამი ყველი
  • 1 კვერცხი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. ღრმა თასში ჩაასხით გაზირებული წყალი და გახსენით მასში კვერცხი, შემდეგ დაამატეთ არაყი, ფქვილი, მცენარეული ზეთი და მარილი. ურიეთ კარგად, ამოიყვანეთ ელასტიური ცომი. ხელებზე რომ არ გეკრობოდეთ, შეაზილეთ მას მცირეოდენი ზეთი და შედგით მაცივარში ცოტახნით

2. სანამ ცომი ამოვა, გახეხეთ ხმელი ყველი. სურვილისამებრ, შეარჩიეთ არჩევანი სასურველი სახეობის ყველზე და ჩაამატეთ მასში სასურველი მწვანილები.

3. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და მიეცით მას ძეხვის ფორმა. დაყავით ის თანაბარი ზომის ნაჭრებად და შეკარით პატარა ზომის ბურთებათ. სათითაოდ გააბრტყელეთ ისინი ნახევარ სანტიმეტრამდე.

4. შიგთავსი მოათავსეთ გავბრტყელებული ცომის ერთ ნახევარზე.

5. გადააფარეთ მას ცომის მეორე ნახევარი და კარგად შეუკარით კუთხეები. შეეცადეთ, რომ კუთხეები გამოგივიდეთ ლამაზი და ჩებურეკს ჰქონდეს მაქსიმალურად ოვალური ფორმა.

6. დაბრაწეთ ისინი დიდი რაოდენობით წინასწარ კარგად გაცხელებულ ზეთში. უგემრიელესი ჩებურეკი ყველის წელვადი და ძალიან გემრიელი შიგთავსით მზად არის!

მოგეწონათ რეცეპტი? აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენ მეგობრებს. მადლობა, რომ ხართ ჩვენს გვერდში!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი