ფაფუკი ხორცის ვარდები, რომელსაც სუფრაზე კონკურენტი არ ჰყავს

502

ჩვეულებრივი ხორციანი ფუნთუშებით, უკვე ვერავის გააკვირვებთ. დღეს ჩვენ არაჩვეულებრივ ფუნთუებს მოვამზადებთ.

ფაფუკი საფუარიანი ცომი და უგემრიელესი ხორცის შიგთავსი.

ნამდვილი ყვავილი თქვენს სამზარეულოში, რომლის ნახვაც თვალს უხარია.

ინგრედიენტები

  • 480გ ფქვილი
  • 80გ არაჟანი
  • 100მლ რძე
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 3გ მშრალი საფუარი
  • 75გ კარაქი
  • 1 კვერცხი და 1 გული
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • სიმითის მარცვლები დეკორისთვის

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 450გ ხორცის ფარში
  • 3 მოხარშული კარტოფილი
  • 2 ხახვი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი, შავი წიწაკა, კაკალი ქინძი

მომზადება

1.საფუარს დაუმატეთ ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჭიქა ცხელი რძე. მოურიეთ და მოათავსეთ თბილ ადგილას 10 წუთი.

2.დარჩენილ ცხელ რძეს დაუმატეთ კვერცხი, რძის პირველი მასა და არაჟანი.

3.ათქვიფეთ მასა, დაუმატეთ მარილი, შაქარი და გამღვალი კარაქი.

4.ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი.

5.მოზილეთ ცომი.

6.დააფარეთ ხელსახოცი, რათა ამოვიდეს მასა.

7.ამასობაშ წვრილად დაჭერით ხახვი. გახეხეთ მოხარშული კარტოფილი.

8.მოთუშეთ ხახვი ზეთში.

9.ჯამში მოათასვეთ უმი ფარში, ხახვი, გახეხეილით კარტოფილი და სანელებლები.

10. ცომი გაყავით 12 ბურთულად. გააბრტყელეთ თითოეული.

11.ცომი გააბრტყელეთ და ერთი მხარე დაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მთელ ნაწილზე მოათავსეთ შიგთავსი.

12.დაახვიეთ რულეტისებურად.

13.დაჭრილი ნაწილი სპირალურად შემოახვიეთ.

14.ფუნთუშებს წაუსვით ათქვეფილი გული და მოაყარეთ სიმითის მარცვლები.

15.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!