ფაფუკი ფუნთუშები ტაფაზე

0
312

ორცხობილა, ნამცხვარი და პური ძალიან მარტივად მზადდება ტაფაზეც. ამ მეთოდის მეშვეობით ცომი ძალიან სასიამოვნოდ ხრაშუნაა და ამავდროულად შიგნიდან ძალიან ფაფუკია. დღს ჩვენ გთავაზობთ საფუარიანი ფუნთუშის მომზადებას ღმელის ჩაურთველად.

ამ ფუნთუშით მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნაყიდი პური. ამ რეცეპტში მოცემული ინგრედიენტებით ერთ დიდი ქვაბის სავსე ფუნთუშები გამოგივათ. მათი შენახვა ძალიან დიდიხანს შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • რძე 80მლ
  • მზესუმზირის ზეთი 30მლ
  • წყალი 80მლ
  • მშრალი საფუარი 5გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადება

1.რძე და წყალი აუცილებლად გაათბეთ. მათ დაუმატეთ შაქარი და მშრალი საფუარი. დაელოდეთ ორი წუთი.

2.მიღებულ მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი (ნახევარ) და მოზილეთ თხელი ცომი. შემდეგ დაუმატეთ მეორე ნახევარი და მოზელილი ცომი დატოვეთ თბილ ადგილას 2 საათით, რათა კარგად ამოფუვდეს.

3.ამოსული ცომი გაყავით 6 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ და მიეცით მსხვილი სარდელის ფორმა. დატოვეთ 30 წუთით, რათა კარგად ამოვიდეს.

4.ზეთი დაასხით ტაფაზე და გააცხელეთ. ფუნთუშები შეწვით თავდაფარულად  7 წუთი თითო მხრიდან.

ახალი პური საუზმისთვის და სადილისთვის მზად არის. ამ ფუნთუშას შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილები, სანელებლები, სეზამის მარცვალი და ასე შემდეგ. აქ მთავარია საქმეში ჩართოთ თქვენი ფანტაზია და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივათ. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი