უმარტივესი ფუნთუშები ორთქლზე

0
240

უგემრიელესი გოგრის ფუნთუშები ორთქლზე, აზიური სამზარეულოს სამშვენისს წარმოადგენენ. ჩინური კერძები ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი ორიგინალურობით, ზოგიერთი იმდენად სპეციფიურია, რომ ყველა ვერ გარისკავს მათ გასინჯვას.

ფუნთუშების მომზადება ძალიან მარტივია. მოხარშული ცომის მოყვარულებისთვის ეს რეცეპტი ნამდვილი მიგნებაა. ფუნთუშები გამოდია რბილი და ტკბილი, ხოლო მათი საინტერესი ფორმა ძალიან მოსწონთ ბავშვებს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი-420გ
  • შაქარი-2 სუფრის კოვზი
  • წყალი-170მლ
  • მზესუმზირის ზეთი-2 სურის კოვზი
  • გოგრა-200გ
  • მშრალი საფუარი-2 ჩაის კოვზი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება

1.ვამზადებთ თეთრ ცომს. თბილ წყალს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და მარილი, მოურიეთ და დაელოდეთ 5 წუთი.

2.200გ ფქვილს დაუმატეთ მარილი და ეს მასა ჩაასხით ცომში. მოზილეთ ცომი, ის უნდა იყოს რბილი და ელასტიური. დააფარეთ ნაჭერი და თბილ ადგილას დატოვეთ 1 საათით.

3.მეორე ცომისათვის მოხარშეთ გოგრა დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და გახეხეთ. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საფუარი, კარგად მოურიეთ და ცეცხლზე დატოვეთ 2 წუთით.

 

4.ღრმა ჯამში აურიეთ 160გ ფქვილი, მარილი და გოგრის პიურე. მოზილეთ და დაელოდეთ მის აფუებას.

5.ამოფუებული ცომს დაუმატეთ ფქვილი და კიდევ ერთხელ მოზილეთ. ორივე ცომი უნდა გავყოთ ორ ნაწილად.

6. ნაწილი თეთრი ცომისა უნდა გავაბრტყელოთ გრძლად, ხოლო გოგრის ცომი ოთხკუთხედად, გოგრის ცომის შუაში საწრუპი მილის დახმარებით უნდა ამოჭრათ ხვრელები.

7.თეთრი ცომი მოათავსეთ გოგრის ცომზე და მისი კუთხეები მჭიდროდ შეკარით. ზედმეტი ნაწილები მოაჭერით, გადმოაბრუნეთ და დაჭერით ტოლ ნაწილებად.

8.ოთხკუთხედად გააბრტყელეთ თეთრი ცომის მეორე ნაწილი. გოგრის ცომიც გააბრტყელეთ და წვრილად დაჭერით.

9.გოგრის ცომის წვრილი ლენტები დაამუშავეთ ზეთით და მოათავსეთ თეთრ ცომზე. მჭიდროდ შეკარით გვერდები, გადმოაბრუნეთ და დაჭერით. ნაჭრები ცოტა გახსენით.

10.ფუნთუშები მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე ერტმანეთისაგან მოშორებით,  ამოსაფუებლად მიეცით 10 წუთი და მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.

თუ ფუნთუშაში შაქრის რაოდენობას სამჯერ შევამცირებთ, ორთქლის ფუნთუშები სრულყოფილად ჩაანაცვლებენ პურს ლანჩის დროს აზიური სამზარეულო ძალიან მდიდარია უჩვეულო რეცეპტებით, თქვენ აუცილებლად უნდა გასინჯოთ კორეული ღვეზელი პიან-სე- პოპულარული ქუჩის საკვები.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი