ტკბილი ან მარილიანი ყველასათვის საყვარელი სტაფილოს ღვეზელი

0
493

ტკბილი ან მარილიანი, მინიატურული ან დიდი. ყველასათვის საყვარელი ღვეზელი.

რბილი ფუნთუშები კეფირზე წვნიანი სტაფილოს შიგთავსით ნამდვილად გახდება თქვენი ფავორიტი. მოდით მოვამზადოთ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 3 ჭიქა
  • კეფირი 150მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • შაქარი 0,5 ჭიქა
  • მარილი გემოვნებით
  • გამაფხვიერებელი გემოვნებით

მომზადება

1.ოთახის ტემპერატურის ჯეფირი აურიეთ ათქვეფილ კვერცხს. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ჯერ კოვზით, შემდეგ კი ხელით მოზილეთ ცომი.

2.ცომი 5 წუთი დატოვეთ თბილად. გაასუფთავეთ სტაფილო, გარეცხეთ და წვრილად გახეხეთ. მოაყარეთ შაქარი.

3.ცომი გაყავით ნაწილებად, გააბრტყელეთ მრგვლად. ცომის ცენტრში მოათვსეთ შიგთავსი.

4.ცომის ბოლოები შეაერთეთ ისე, რომ მიიღოთ სამკუთხედი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, შეწვით ღვეზელი ისე, რომ ზეთი მას ნახევრამდე ფარავდეს.

5.ღვეზელი შეწვით ორივე მხრიდან. მზა მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

სტაფილოს ღვეზელი ძალიან გემრიელი და ნოყიერია. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი