სპაგეტის რეცეპტი გუფთით

1841

იტალიური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი წყალობით ჩვენ გავსინჯეთ პიცა, რომელიც ალბათ ყველას გვიყვარს, ლაზანია ფარშით, რავიოლი და რა თქმა უნდა, სპაგეტი გუფთით. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით მტკიცედ და მყარად გაიდგა ფესვი ჩვენს სუფრაზე.

იტალიაში მოგზაურობის შემდეგ, ჩამოვიტანე ამ კერძის ორიგინალური რეცეპტი, რომელიც ჩემი ოჯახის ყველა წევრს მოეწონა. მასში შემავალი ინგრედიენტები ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია, ხოლო კერძის მოსამზადებლად მხოლოდ ნახევარი საათია საჭირო. აუცილებლად სცადეთ თქვენც და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები!

ინგრედიენტები

  • 400 გრ ღორის ფარში
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 50 გრ მაგარი ყველი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 250 გრ სპაგეტი
  • 1 ც ხახვი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. სპაგეტი სანახევროდ მოხარშეთ, ოდნავ მარილიან წყალში. შემდეგ საწურში გადაიტანეთ და დაელოდეთ, რომ სითხე მთლიანად მოშორდეს.

2. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო კი მსხვილად გახეხეთ. შეწვით ბოსტნეული დაბალ ცეცხლზე, სანამ ფერს არ შეიცვლიან.

3. ფარშს დაუმატეთ სანელებლები, შემდეგ პატარ-პატარა გუფთები გააკეთეთ მისგან და ბოსტნეულს დაუმატეთ. ფრთხილად მოურიეთ და შეწვით 15 წუთის განმავლობაში.

4. სპაგეტი გადაიტანეთ გუფთებთან, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაუმატეთ არაჟანი და ტომატ-პასტა და მოთუშეთ თავდახურულ ტაფაში 15 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე.

ცხელ სპაგეტის სუფრაში გატანამდე წვრილად გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ. ღორის ფარში სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქათმის, ძროხის ან თევზის ფარშით. გემრიელად მიირთვით!