სახლში მომზადებული მარწყვის ნაყინი

1120

გაუსაძლისი სიცხისას, აუცილებელი ცივი დესერტის მომზადება. გემრიელი მარწყვის ნაყინი, რომელსაც სახლის პირობებშიც მარტივად მოამზადებთ, ძალიან მოეწონებათ ბავშვებს.

ბანანი, მარწყვი და ქოქოსის ნაღები – ამ ზაფხულის მთავარ მშვენებაა! ისინი ვინც მხოლოდ მცენარეულ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, ამ რეცეპტს აუცილებლად შეინახავენ.

ინგრედიენტები

  • მარწყვი 400გ
  • ქოქოსის ნაღები 100მლ
  • ბანანი 300გ
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1.გაყინული ხილი ერთმანეთს კარგად გადაურიეთ. გამოიყენეთ ჩანგალი ან ბლენდერი.

2.ხილს დაუმატეთ ქოქოსის ნაღები. მოურიეთ. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

3.შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!