საუკეთესო სენდვიჩის მომზადების უმარტივესი ხერხი: უგემრიელესია!

950

იტალიაში წასვლა აღარ არის სავალდებულო, რათა იტაიური სენდვიჩი პანინი დააგემოვნოთ! თქვენ საკუთარ სამზარეულოში შეგიძლიათ მისი მომზადება.

ამისათვის არ დაგჭირდებათ რაიმე განსხვავებული ინგრედიენტები და მოწყობილობები.

უგემრიელესი სენდვიჩების მოსამზადებლად, მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ. ‘

ინგრედიენტები

  • ბაგეტი
  • ყველი
  • ლორი
  • ძეხვი
  • 60გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი იტალიური სანელებლები

მომზადება

1.დარბილებულ კარაქს დაუმატეთ ნიორი და სანელებლები.

2.გაჭერით ბაგეტი და წაუსვით მიღებული მასა.

3.დაალაგეთ ძეხვი, ლორი და ყველი.

4.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ფოლგით და მოათავსეთ მასზე სენდვიჩები.

5.გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!