საოცრად გემრიელი ვაშლის ნამცხვარი თხილთ

1389

ვაშლის ნამცხვრების რეცეპტები ძალიან ბევრი არსებობს, მაგრამ ამ რეცეპტის მსგავსი მე აქამდე არსად მინახავს! დაფხვნილი თხილი ნამცხვარს თავისებურ გემოს მატებს. ხრაშუნა ზედაპირის და რბილ გულს ძალიან უხდება წვნიანი ვაშლი და ფორთოხლის ქერქის არომატი – შეუძლებელია არ მოგეწონოთ!

შიგთავსის მოსამზადებლად, უნდა დაჭრათ ვაშლი, დაუმატოთ ფორთოხლის ქერქი, შემდეგ კი – ინსტრუქცია იხილეთ ქვევით… გამოდის ძალიან ფაფუკი და გემრიელი! ეს ნამცხვარი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე, ლანჩზე და ასევე ვახშამზეც, ის ძალიან უხდება ყავას და ჩაის. ნამცხვარი ძალიან მარტივი მოსამზადებელი, ხოლო მისი ცხობისას დატრიალებული არომატი ჭკუიდან გადაგიყვანთ!

ნამცხვარი ვაშლითა და თხილით 

დღეს ჩვენ მოგიყვებით ამ საოცარი ნამცხვრის მომზადების რეცეპტს, რომელიც უბრალოდ პირში დნება!

ინგრედიენტები

  • 125გ კარაქი
  • 150გ შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ვანილი
  • 1 კვერცხი
  • 350გ ფქვილი
  • 4 ვაშლი
  • 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ქერქი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჭიქა (თხილი ან ნიგოზი)
  • მარილი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1.ღრმა ჯამში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი-ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. კარგად მოურიეთ.

2.მშრალ ინგრედიენტებს დაუმატეთ ცივი კარაქი. დაჭერით კარაქი და აურიეთ ფქვილს.

3.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და 120გ ფქვილი. ერთმანეთს აურიეთ ფქვილი და თხევადი მასა. შედეგად თქვენ უნდა მიიღოთ ხელში ფშვნადი ფხვიერი ცომი.

4.გარეცხეთ ვაშლი, გათალეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. ვაშლს დაუმატეთ ფორთოხლის ქერქი. კარგად მოურიეთ. ტაფაზე მოაპნიეთ დარჩენილი შაქარი (30 გრამი).

გაალღვეთ შაქარი ტაფაზე, დაუმატეთ მოსათუშად გამზადებული ვაშლი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ვაშლი უნდა მოთუშოთ მის ოდნავ დარბილებამდე.

5.აიღეთ შესაფერისი გამოსაცხობი ფორმა, მის ძირზე მოათავსეთ ცხობისათვის განკუთვნილი ქაღალდი ან წაუსვით კარაქი. ცომი გაყავით ორ ნაწილად.

ერთი ფენა მოათავსეთ ფორმაზე და მოასწორეთ. ცომზე გადმოიტანეთ ვაშლის მასა.

6.ცომის მეორე ნაწილს დაუმატეთ წინასწარ შემწვარი თხილი ან ნიგოზი, მოურიეთ. ვაშლის მასას ზემოდან დაადეთ თხილიანი ან ნიგვზიანი ცომი. მოაყარეთ ვანილი.

7.ნამცხვარი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში. ნამცხვრის მზადება გააკონტროლეთ ასანთის ღერით ან კბილის ჩხირით.

8.მზა ნამცხვარი გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!

ეს ნამცხვრის რეცეპტი უნდა შევიდეს თქვენს ოქროს რეცეპტების კოლექციაში. აუცილებლად გამოაცხვეთ და დარწმუნდით ამაშ!

მე უკვე თხილი მოვათავსე ღუმელში გამოსაცხობად, ერთ საათში გავალ ვიყიდი ფორთოხალს და ვაშლს იმისათვის, რომ მოვამზადო ეს საოცარი ტკბილეული. ვაპირებ დავპატიჟო მეგობრები მყუდრო საშემოდგომო ჩაის სმაზე ბუხართან.