საოცარი ბრაუნი ხაჭოს მომზაჯადოვებელი არომატებით – აუცილებლად მოამზადეთ!

0
323

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი 100გ
  • კარაქი 120გ
  • შაქარი 150გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ფქვილი 150გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ხაჭო 300გ
  • ვანილი 12გ
  • ალუბალი 400გ
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. შავი შოკოლადი და კარაქი გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე.
  2. ცალკე ჯამში ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხი და 50გ შაქარი. დაუმატეთ მარილი და ვანილი.
  3. მოვამზადოთ კრემი: ხაჭოს დაუმატეთ 100გ შაქარი და 2 კვერცხი. ათქვიფეთ ბლენდერით.
  4. კვერცხის მასას დაუმატეთ გრილი შოკოლადი. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოურიეთ.
  5. მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა. წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი. ზემოდან მოათავსეთ ხაჭოს მასის ნახევარი.
  6.  ხაჭოს მასაზე მოათავსეთ ალუბალი. მოასხით ცომი და ისევ დაფარეთ ხაჭოს მასით, შემდეგ ისევ ალუბალი და ცომი.
  7. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი