სამარხვო საფუარიანი ცომისგან მომზადებული კორჟიკები უგემრიელესია!

გადავწყვიტე ჩემს ორგანიზმში გლუკოზის მარაგი შევავსო. ამიტომაც მოვამზადე ეს კორჟები.
ინგრედიენტები
- 6 სუფრის კოვზი არაჟანი
- 50გ საფუარი
- 350გ ფქვილი
- 200გ კარაქი
- 100გ დაქუცმაცებული ნიგოზი
- 100გ შაქარი
- 50მლ წყალი
მომზადება
1.აიღეთ ღრმა ჯამი, მოათავსეთ არაჟანი და საფუარი. მიღებულ მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კარაქი. მასამოზილეთ ხელით.

2.მზა ცომი დაამრგვალეთ, დააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მაცივარში 10-12 წუთი.

3.გაგრილებული ცომი გააბრტყელეთ.
ამოჭერით სასურველ ფორმებზე.

4.ამოჭრილი ცომს დააპკურეთ წყალი, ამოავლეთ შაქრისა და ნიგვზის მასასში.
გამოაცხეთ 160 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!










