როგორ მოვამზაოთ სტაფილოს ნამცხვარი კექსის ფორმებში

2374

სულ ახლახანს ინტერნეტში ძრომიალისას მივაგენი უმაგრესი ნამცხვრის რეცეპტს, რომლის მთავარი ინგრედიენტი, არც მეტი, არც ნაკლები სტაფილოა. ამ რეცეპტის ნახვის შემდეგ მალევე გამიჩნდა მისი მომზადების სურვილი და როგორც ჩანს ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა.

ნამცხვარი გამოდის რბილი, ნაზი, საოცრად არომატული და რაც მთავარია ჯანსაღი, ამ ნამცხვარში ვიტამინების და სასარგებლო ელემენტების საცავს სტაფილო წარმოადგენს. ამ რეცეპტის მიხედვით მისი მომზადება ძალიან მარტივია.

ნამცხვრის გამოცხობა თქვენი გემოვნებით შერჩეულ ფორმებში შეგიძლიათ, მაგრამ მისი კექსის ფორმაში გამოცხობა ძალიან ორიგინალურია.

უგემრიელესი სტაფილოს ნამცხვარი

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ უმაგრესი ნამცხვარ-კექსისი <<ნარინჯისფერი ცა>> მომზადების რეცეპტს. ეს ნამცხვარი ძალიან მოეწონებათ, როგორც სტაფილოს მოყვარულებს და პირიქით.

ინგრედიენტები

  • 390გ ფქვილი
  • 150გ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 80გ შაქარი
  • 300გ სტაფილო
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • 2-3გ ვანილი
  • მარილი გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და მსხვილად გახეხეთ.

2.ღრმა ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხი (მიქსერის გამოყენება არ არის რეკომენდირებული). დაამატეთ შაქარი და ვანილი თქვიფეთ 3-4 წუთის განმავლობაში.

3.დაამატეთ მარილი და გამღვალი კარაქი. კარგად აურიეთ. ცალკე ჭიქაში გახსენით ჩაის კოვზი სოდა და 2 სუფრის კოვზი ძმარი, კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ცომს.

4.ცომს დაუმატეთ ფქვილი. კარდაგ მოურიეთ და დააუმატეთ სტაფილო.

5.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაშ.

6.მზა კექსი გადმოიღეთ ფორმიდან და გაგრილების შემდეგ დააყარეთ შაქრის ფხვნილი. ასევე კექსის გაფორმება შეგიძლიათ არჟნის კრემით.

მიუხედავად ინგრედიენტებისა და მომზადების სიმარტივისა ეს სტაფილოს ნამცხვარ-კექსი ყველას ძალიან მოსწონს, როგორც კი შეხედავთ და მის არომატს შეიგრძნობთ მაშინვე გაგიჩნდებათ მისი დაგემოვნების სურვილი. ამ რეცეპტის მიხედვით მამზადეთ ეს საოცარი  კექსი და დარმუნებული ვარ თქვენს ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ.