როგორ მოვამზადოთ ყავის ტორტი გამოცხობის გარეშე

1896

დედაჩემმა სხვადასხვა ინგრედიენტებით და დანამატებით სცადა ტორტის მომზადება გამოცხობის გარეშე და ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა. იგი ყოველ ჯერზე სხვადასხვა არომატის ტორტს ამზადებდა, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული ყავის ჰაეროვანი ტორტი იყო, რომელსაც დედამ “მუსის მოკა” უწოდა.

დღეს სწორედ ამ უგემრიელესი ტორტის რეცეპტს გაგიმხელთ.

მარტივი ტორტი, გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • 120 გრ შოკოლადის ორცხობილა
  • 120 გრ ორცხობილა “მარია”
  • 50 გრ კარაქი
  • 200 მლ ნაღები
  • 200 გრ კრემ-ყველი
  • 60 გრ შაქარი
  • 10 გრ ჟელატინი
  • 150 მლ ყავა

ინგრედიენტები მინანქარისთვის

  • 100 მლ კრემი
  • 100 გრ რძიანი შოკოლადი
  • 1 ჩ/კ ხსნადი ყავა

მომზადების წესი

1. თავდაპირველად მოხარშეთ 150 გრ ნალექიანი ან ხსნადი ყავა. თბილ სასმელში კარგად გახსენით ჟელატინი და ცოტა ხნით გააჩერეთ.

2. აიღეთ საცხობი ფორმა და ჩააფინეთ მასში საცხობი ქაღალდი.

3. გახეხეთ ჩვეულებრივი და შავი ორცხობილა, შეურიეთ მასში გამდნარი კარაქი. მიღებული მასა კარგად გააბრტყელეთ საცხობ ფორმაზე და შედგით მაცივარში.

4. ამავდროულად, მოამზადეთ ყავის მუსი. თასში შეურიეთ ერთმანეთს კრემ-ყველი და შაქარი (მოიტოვეთ რამდენიმე კოვზი შემდეგისთვის) და კარგად ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ყავისა და ჟელატინის ნარევი და ათქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გახდება ნაზი და ჰაეროვანი.

5. სხვა ჯამში კარგად ამოიყვანეთ კრემი და დაუმატეთ მას დარჩენილი შაქარი. შემდეგ თანდათან, მაგრამ სწრაფად შეურიეთ ერთმანეთს კრემი და ყავის მუსი და ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

6. საცხობ ფორმაში კარგად გადანაწილებულ ორცხობილას წაუსვით ნახევარზე ოდნავ მეტი მუსი და თანაბრად გადაანაწილეთ ირგვლივ, ისე, რომ შუა ნაწილი შედარებით ღრმა იყოს, ამოავსეთ იგი დახეხილი შოკოლადის ორცხობილათი და წაუსვით დარჩენილი მუსი. ტორტს დაახურეთ საფარი და შეინახეთ მაცივარში 5 საათის განმავლობაში.

7. ამ დროის განმავლობაში ტორტი მიიღებს ფორმას და უფრო გამყარდება. ტორტის გასაფორმებლად შოკოლადისა და ყავისგან მოამზადეთ მინანქარი. გაათბეთ კრემი, შეურიეთ მასში ერთი ჩაის კოვზი ყავა და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი შოკოლადი და დაელოდეთ, სანამ იგი ბოლომდე დადნება.

8. მიღებული თხევადი კრემი შედგით მაცივარში, ტორტი ამოიღეთ საცხობი ფორმიდან, მოაცილეთ  საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ იგი ლამაზ თეფშზე. ზემოდან მოასხით მინანქარი და ერთი საათით შედგით მაცივარში. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ მეგობრებს უგემრიელესი ტორტით!

თუ კი ერთხელ ეცდებით ამ ტორტის მომზადებას, იგი სამუდამოდ შეგიყვარდებათ!