როგორ მოვამზადოთ ურბილესი კრევეტები ნაღებისა და ნივრის სოუსში

4059

კრევეტები გახლავთ ზღვის პროდუქტი, რომელიც ყველას უყვარს. მის მისართმევად კი სულაც არ არის საჭირო, ელოდო  საკურორტო სეზონს. მაგრამ ბევრი დიასახლისი წუწუნებს, რომ გაყინული კრევეტები ისეთივე ნაზი და გემრიელი არასოდეს გამოდის, როგორც ახალი. სინამდვილეში, უბრალოდ უნდა იცოდე, როგორ მოამზადო კრევეტები სწორად, უგემრიელესი კერძი რომ გამოვიდეს.

სიამოვნებით გაგიზიარებთ კრევეტების რეცეპტს ნაღებისა და ნივრის სოუსში. ამ სახით კერძი შეგიძლიათ დაამატოთ პასტაში, სალათებში ან მიირთვათ როგორც დამოუკიდებელი კერძი. სცადეთ და გულგრილი ნამდვილად არ დარჩებით.

ინგრედიენტები

  • 800 გრ კრევეტები
  • 50 გრ კარაქი
  • 2 კბილი ნიორი
  • 250 მლ ნაღები
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 1 ს.კ.ფქვილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ნიორი, შეწვით კარაქში, დაუმატეთ ნაღები და წამოადუღეთ.
  2. დაუმატეთ გასუფთავებული კრევეტები მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
  3. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში მოთუშეთ.
  4. გადაიტანეთ კრევეტები ტაფიდან თეფშზე. დარჩენილ სოუსში შეურიეთ ფქვილი, ურიეთ სანამ მასა არ შესქელდება, მერე კვლავ დააბრუნეთ კრევეტები და მოთუშეთ კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში.

სამზარეულოდან გამოსული არომატები თავად მოუხმობს ოჯახის წევრებს სუფრასთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს ეს რეცეპტი!