როგორ მოვამზადოთ საოცარი კექსები გამომშრალი გარგარისა და მანდარინის ქერქისაგან

0
241
Muffins with spices on the wooden desk

როგორი კექსიც არუნდა გამოვაცხო ჩაისათვის ეს კექსი მაინც ყველაზე გემრიელია! “ზამთრის ანგელიზი” რეცეპტი ჩემმა მეგობარმა, ოლგამ გამიზიარა, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ. ცივ წელიწადის დროებში მე მათ ყოველთვის ვამზადებ ოთხშაბათობით, შიგთავსისთვის წვრილად ვჭრი გამომშრალ გარგარს და ვხეხავ მანდარინის ქერქს.

კექსი გამოდის ფაფუკი, ჰაეროვანი, არომატული და ძალიან მადის აღმძვრელი! ცომი ძალიან მარტივად და სწრაფად ცხვება. კექსებს ზემოდან ვაყრი შაქრის ფხვნილს.

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კექსები

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ კექსის <<ზამთრის ანგელოზი>> რეცეპტს. მარტივი და სწრაფი დესერტი, რომელიც ძალიან უხდება ჩაის და ყავას.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 125გ მარგარინი
  • 1,5-2 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 მანდარინის ქერქი
  • 50-70გ ხმელი გარგარი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ მარგარინი, გააგრილეთ. გამომშრალი გარგარი დაჭერით წვრილ კუბიკებად, გახეხეთ მანდარინის ქერქი.

2.შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ მათ აქაფებამდე. დაუმატეთ კეფირი და მარგარინი. კარგად მოურიეთ.

3.დაუმატეთ სოდა და ფქვილი, მიქსერის მეშვეობით კარგად ათქვიფეთ.

4.ცომს დაუმატეთ გამომშრალი გარგარი და მანდარინის ქერქი. მოურიეთ.

5.გამოსაცხობ ფორმებს წაუსვით კარაქი, შემდეგ ჩაასხით მასში ცომი, აავსეთ ფორმების 2/3. კექსები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. მზა კექსები შეამოწმეთ ხის წვრილი ჯოხით.

6.მზა კექსები გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

7.უგემრიელესი კექსები მზად არის. გემრიელად მიირთვით!

საოცარი კექსები გამოდის ამ რეცეპტის მიხედვით! ძალიან ნაზი, ჰაეროვანი, მსუბუქი, მანდარინის ქერქი კექსს ხდის საოცრად არომატულს. აუცილებლად სცადეთ მომზადება-გაახარეთ ოჯახის წევრები უგემრიელესი დესერტით. შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებით: თუ არ გაქვთ გამომშრალი გარგარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიში ან მოცვი, თუ შოკოლადი გიყვართ-დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი