როგორ მოვამზადოთ პეროგი ბიუჯეტური პროდუქტების ნაკრებისგან და როგორ დავამშვენოთ სადღესასწაულო სუფრა

1170

შესაძლებელია სტუმრების გაკვირვება ხაჭოს პეროგით? ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი ცომეულია? შესაძლებელია, სხვა ხაჭოს პეროგებს ეს ეხება, მაგრამ არა “გეორგინს”!

ეს უბრალო ცომეული კი არა, ნამდვილი ნეტარებაა, რომელიც ჰაეროვანი ცომის “ფოთლებისა” და უხვი შიგთავსისგან შედგება. ეს მეფური პეროგი ტორტებს ტოლს არ უდებს და ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. ასეთი ეფექტური იერსახის მისაღებად მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციებს.

ინგრედიენტები

  • 200 მლ წყალი
  • 650 გრ ფქვილი
  • 300 გრ ხაჭო
  • 100 მლ რძე
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 110 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 50 მლ ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. მზესუმზირა

მომზადება

1. თბილი რძისა და წყლის ნაზავში გახსენით საფუარი, დაუმატეთ 2 ს.კ. შაქარი და 2 ს.კ. ფქვილი, მოურიეთ და დატოვეთ 5 წუთით.

2. ღრმა თასში შეურიეთ ფქვილი, მარილი, დარჩენილი შაქარი, ვანილის შაქარი, კვერცხი, საფუარის ნაზავი, ზეთი, მოზილეთ ცომი, დააფარეთ და დატოვეთ 1 საათით.

3. ამოსული ცომი დაამუშავეთ, დაყავით 22 ნაწილად, შექმენით ბურთულები და დააფარეთ საკვების ცელოფანი.

4. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. შეურიეთ ხაჭოს და შაქარს. ცომის ყოველი ნაწილი გააბრტყელეთ მართკუთხედებად, კუთხეში მოათავსეთ 1 ს.კ. ხაჭოს მასა, შეახვიეთ რულეტები და გაჭერით შუაზე განივად.

5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, მოათავსეთ 18 ც რულეტი წრიულად, ზემოდან 14ცალი დაადეთ, დანარჩენები კი ცენტრისკენ. შუაში მთლიანი პატარა ბურთულა მოათავსეთ.

6. წაუსვით პეროგს კვერცხის გული, ცენტრში მოაყარეთ მზესუმზირის მარცვლები. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. მირთმევამდე ოდნავ გააცივეთ.

ნაზი პეროგის დაჭრა საჭირო არ არის, “ფოთლები” ადვილად სცილდება საერთო მასას. შეგიძლიათ გამოაცხოთ “მარილიანი” ვარიანტი ხორცით, სოკოთი ან ყველით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!