როგორ მოვამზადოთ ორცხობილა სტაფილოსაგან

1484
Woman's hands holding a plate with grated carrot - closeup shot

სტაფილო-მართალია ბოსტნეულია,მაგრამ ძალიან ტკბილი გემო აქვს.რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება სალათების გარდა დესერტებშიც შეგვიძლია.მაგალითად, მისგან შეგვიძლია გავაკეთოთ უგემრიელესი ორცხობილა.

სტაფილო ორცხობილას ჰმატებს სასიამოვნო გემოსა და  ლამაზ სტაფილოსფერ ფერს, რომელიც ძალიან მოსწონთ ბავშვებს.ამავდროულად არ საჭიროებს ბევრ შაქარს, თუ ორცხობილას გაცილებით მეტ სტაფილოს დაუმატებთ, მაშინ შაქრის შესახებ შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ.

სტაფილოს კიდევ ერთი დადებით მხარე-ის ძალიან სასარგებლოა. ორი ჯანსაღი სტაფილოსგან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ А ვიტამინის დღიური ნორამა.

სტაფილოს ორცხობილას კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2 შეკვრა ვანილი
  • 80გ შაქარი
  • 300გ ფქვილი
  • 400გ ახალი გასუფთავებული სტაფილო
  • 80გ კარაქი
  • 0.5 ჩაის კოვზი მარილი

მარტივი სტაფილოს ორცხობილა საფუძვლად უდევს სხვა, უფრო რთული დესერტების მომზადებას.

ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად აურიეთ შაქარში ისე, რომ ის მთლიანად შეერწყას მას.მთელ მასას დაუმატეთ მსხვილად გახეხილი სტაფილო,შაქარი, მარილი და ფქვილი.კარგად ამოურიეთ.

ორცხობილებს მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა და დაალაგეთ ცხობისათვის განკუთვნილ ქაღალდზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

სტაფილოს ორცხობილა ქიშმიშით
ინგრედიენტები:
  • 100მლ არაჟანი
  • 250გ გახეხილი სტაფილო
  • 250გ ფქვილი
  • 100გ ქიშმიში
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 80გ შაქარი

ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 2 საათი. ერთმანეთში აურიეთ არაჟანი,შაქარი და გახეხილი სტაფილო.ერთმანეთს ფრთხილათ შეურიეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები.მოზილეთ ცომი.

გააბრტყელეთ 1,5 სანტიმეტრის სისქის ცომი. ამოჭერით ორცხობილის ფორმა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

სამარხვო ორცხობილა

ინგრედიენტები:
  • 240გ ფქვილი
  • 240გ გახეხილი სტაფილო
  • 80გ სახამებელი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 60მლ მცენარეული ზეთი
  • 100გ შაქარი

სამარხვო ორცხობილა გამოდის ძალიან რბილი და ფხვიერი. მისი მომზადება ძალიან მარტივია.გახეხილ სტაფილოს დაუმატეთ მცენარეული ზეთი,ვანილი, შაქარი და მარილი. ფქვილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი აურიეთ ცალკე. სველ მასას ნაწილობრივ დაუმატეთ მშრალი. მოზილეთ ისეთი კონსესტენციის ცომი, რომელიც ოდნავ მოგეკრობათ ხელზე. ამოჭერით თქვენთვის სასურველი ფორმები.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

სტაფილოს ორცხობილა ხაჭოთი

ინგრედიენტები:
  • 300გ ბრინჯის ფქვილი
  • სუფრის კოვზი თაფლი
  • 180გ ხაჭო
  • 200გ გახეხილი სტაფილო
  • შაქარი
  • 2 კვერცხი

გახეხილი სტაფილოს დაუმატეთ კვერცხი, ხაჭო და თაფლი. მიღებულ მასას დაუმატეთ ბრინჯის ფქვილი ან დაბლენდერებული ბრინჯი. ცომი დატოვეთ სითბოში 1 საათით. გაბრტყელებული ცომისაგან ამოჭერით ფიგურები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

ორცხობილა შვრიის ფანტელებით

ინგრედიენტები:
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 60მლ ზეთუნის ზეთი
  • 0.5 ჩაის კოვზი სოდა
  • 200გ გახეხილი სტაფილო
  • 160გ შვრიის ფანტელი
  • ხორბლის ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი

ეს რეცეპტი მოეწონებათ განსაკუთრებით მათ ვინც სწორ კვებას ანიჭებს უპირატესობას. შვრიის ფანტელისაგან დმზადებული ორცხობილა სწორედაც, რომ ჯანსაღია.

თავდაპირველად წყლის ორთქლზე გაადნეთ (არ აადუღოთ) ცოტაოდენი თაფლი. აურიეთ გახეხილი სტაფილო და კარაქი. ამ მასას დაუმატეთ შვრიის ფანტელი და დატოვეთ ნახევარი საათით. ამის შემდეგ დაუმატეთ სოდა და ფქვილი. მოზილეთ ცომი.

ცომისაგან ამოჭერით სასურველი ფორმები. თითოეული ამოავლეთ შაქარში და მოათავსეთ გამოსაცხობ ქაღალდზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. სტაფილოს ორცხობილები მზადაა.

ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ რეცეპტს შეგიძლიათ დაუმატოთ და გაამდიდროთ სხვადასხვა ინგრედიენტებით როგორებიცაა: დაფქული ნიგოზი, გახეხილი ქოქოსი, საყვარელი ხმელი ხილი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, თხილი. ამ ინგრედიენტების მეშვეობით ორცხობილა გახდება უფრო გემრიელი და მრავალფეროვანი.