როგორ მოვამზადოთ კულიჩი ფენოვენი ცომისგან

0
150
Woman decorating Easter cake, close up

არცერთი აღდგომა არ გადის კულიჩის გარეშე.  კულიჩი – ამ საოცარი დღესასწაულის სიმბოლო.

ამ რეცეპტის დახმარებით, თქვენ საოცარ კულიჩს მოამზადებთ. უჯობესია მზადება გამოცდილი რეცეპტის მიხედვით დაიწყოთ, მაშინ შედეგი გარანტირებულია.

ინგრედიენტები

  • 1გ მშრალი საფუარი
  • 250მლ რძე
  • 100გ კარაქი
  • 50გ შაქარი
  • 200გ ბრინჯის ფქვილი
  • 200გ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 70გ ჯემი
  • 100გ მოხალული თხილი
  • 1 კვერცხი
  • 1გ ვანილი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 50გ შაქრის ფხვნილი
  • 1 კვერცხი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი კაკაო

ინგრედიენტები წასასმელი მასის მოსამზადებლად

  • 100გ შაქრის ფხვნილი
  • 100გ მშრალი რძე
  • 80გ შედედებული რძე
  • 2 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი
  • საკვების საღებავი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ჩაასხით თბილი რძე, დაუმატეთ მარილი, შაქარი და 70გ გამღვალი კარაქი. მოაყარეთ საფუარი, კარგად მოურიეთ და დაუმატეთ 100გ ბრინჯის ფქვილი. დააფარეთ თავსაფარი და მოათავსეთ თბილ ადგილას 30 წუთი.

2.ცომში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ ვანილი და ფქვილი. მოზილეთ, ცომი არ უნდა იყოს წებოვანი. როცა ცომი მიიღებს საჭირო სახეს, დააბურთავეთ და მოათავსეთ თბილ ადგილას 1 საათი.

3.ცომი გაყავით 10 ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული. გაითვალისწინეთ მომავალი კულიჩის ფორმა.

4.ფირფიტას წაუსვით გამღვალი კარაქი, მოაყარეთ დაფხვნილი თხილი და მოათავსეთ ფორმაში. მეორეს წაუსვი ჯემი და მოათავსეთ პირველზე. ამ მეთოდით ააწყვეთ კულიჩი, ბოლო ფენას წაუსვით კარაქი.

5.ფორმას დააფარეთ პირსახოცი და თბილ ადგილას დატოვეთ 20 წუთი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

6.კულიჩს გაფორმება მინანქრით აუცილებელია. მის მოსამზადებლად ათქვიფეთ ცილა, მარილი, შაქრის ფხვნილი და კაკაო, კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ ლიმონის წვენი.

7.შაქრის ფხვნილს დაუმატეთ შედედებული რძე, ურიეთ 10-20 წუთი. გაყავით რამდენიმე ნაწილად და დაუმატეთ საღებავი. გააბრტყელეთ სახამებლიან ზედაპირზე და გააფორმეთ კულიჩი.

კულიჩი გამოდის სასწაულად გემრიელი, ძალიან უხდება ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი