როგორ მოვამზადოთ გოზინაყი სახლში ძალიან მარტივად

0
506
tasty sweets (kozinaki), on wooden background

გოზინაყი-თხილით ეს არის ყველასთვის ნაცნობი კავკასიური ტკბილეული. რომელიც ასე ძალიან გვიყვარს.

სახლში მომზადებული გოზინაყი შეიცავს ძალიან მარტივ და ამავდროულად ხელმისაწვდომ პროდუქტებს, რაც მის მომზადების პროცესს ამარტივებს.მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ: თაფლი, თხილი, სეზამი ან მზესუმზირის თესლი.

ხრაშუნა გოზინაყი ძალიან მოსწონთ ბავშვებს, ხოლო მათ მშობლებს მისი გემო წლების წინ, თავიანთ ბავშვობაში აბრუნებს. გოზინაყი არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც ნაყიდი ტკბილეულისაგან განსხვავებით არ შეიცავს საკვებ დანამატებს.

ინგრედიენტები:

  • 500გ მიწის თხილი(მზესუმზირა)
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი

მომზადება:

1.გააცხელეთ  მშრალი ტაფა ცეცხლზე.

2.შეწვით გარჩეული მზესუმზირა ტაფაზე,მსუბუქად. იგივე პროცედურას საჭიროებს მიწის თხილიც.

3.მზესუმზირა გადმოიტანეთ თასში. ქვაბში ერთმანეთს აურიეთ თაფლი, შაქარი, ლიმონის წვენი და წყალი.

4.მუდმივად ურიეთ, მიღებული მასა მიიყვანეთ დუღილის პროცესამდე. ნელ ცეცხლზე გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში, რათა ნარევი გამუქდეს.

5.გამორთეთ ცეცხლი, მასას დაუმატეთ მოხალული თხილი (მზესუმზირა). კარგად ამოურიეთ.

6.მიღებული მასა მოათავსეთ ცხობისათვის განკუთვნილ ქაღალდზე. წყალში დანამული კოვზით გააბრტყელეთ ისე, რომ მიიღოთ 1 სანტიმეტრი სისქის ფენა.

7.გოზინაყი გაციების შემდეგ დაჭერით თქვენთვის სასურველ ფორმებზე.

8.ახლა თქვენ იცით, თუ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი გოზინაყი სახლის პირობებში.

ჩვენ კი ხშირად შემოგთავაზებთ უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტებს. გემრიელაად მიირთვით.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი