როგორ მოვამზადოთ აჯიკა ნიგვზით

0
444

სოუსი კერძს არა მხოლოდ დაუვიწყარ არომატსა და საოცარ გემოს მატებს, არამედ მის გარეშე კერძი არის ძალიან უბრალო და უგემური. არსებობს ძვირადღირებული ინგრედიენტებისაგან დამზადებული სოუსები, რომლებიც სხვა კლასის კერძებს უხდება, მაგრამ არსებობს მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი სოუსები, როლებიც საოცარ გემოს მატებენ კერძებს.

ქართული აჯიკის რეცეპტი

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საოცარი ქართული აჯიკის რეცეპტს, რომელიც თითქმის ყველა კერძს უხდება. განსაკუთრებით უხდება ღუმელში მომზადებულ ხორცს. თანამედროვე აჯიკის რეცეპტში არ გამოიყენება არც პომიდორი და არც ბულგარული წიწაკა. მთელი ტექნიკა ინგრედიენტების დაფქვაში და კარგად მორევაში მდგომარეობს.

ინგრედიენტები

  • 500გ მწარე წიწაკა
  • 200გ ნიორი
  • 250გ ქინძი
  • 100გ ნიგოზი
  • 30გ ხმელი სუნელი
  • 3 ჩაის კოვზი ქონდარი
  • 170გ მარილი

მომზადება

1.წიწაკა გაათავისუფლეთ თესლისგან თუ არ გინდათ, რომ თქვენი აჯიკა ძალიან მწარე გამოვიდეს. დააბლენდერეთ წიწაკა.

2.გაასუფთავეთ ნიორი. იმისათვის რომ ნიორი ძალიან სწრაფად გაფრცქვნათ შეგიძლიათ მიკროტალღურში მოათავსოთ 1 წუთით(ამ შემთხვევაში ნიორს კანი თავისით გასძვრება) ან გაჭყლიტეთ ნივრის კბილები ბრტყელი დანის საშუალებით. ნიორი ქინძთან ერთად დააბლენდერეთ.

3.გაარჩიეთ ნიგოზი და დააბლენდერეთ, უნდა მიიღოთ პიურესებრი მასა. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთს.

4.დაბლენდერებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ მარილი და სანელებლები. ამ ყველაფერს კარგად მოურიეთ.

5.მზა აჯიკა გადაანაწილეთ ქილებში და აცადეთ 2-3 დღე. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ და ისიამოვნოთ.

ქართული აჯიკის რეცეპტი-ნამდვილი აღმოჩენაა დიასახლისებისთვის. აჯიკა ძალიან უხდება ხორცეულს და თევზეულს. მისი დამატება შეგიძლიათ ნებისმიერ კერძში, რადგან ის კერძს შესძენს საოცარ არომატს და გემოს. ის შეგიძლიათ მიირთვათ ბუტერბროდებთან ერთადაც კი. ძალიან რთულია ასეთი არომატული აჯიკა არ დაუმატო საყვარელ კერძს. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი