რისი მომზადება შეიძლება ტკბილი ორცხობილის ნაცვლად

0
90

თუ ტკბილი რაიმეს დაგემოვნება მოგინდათ, შეგიძლიათ მოამზადოთ ორცხობილები ხორცით. ეს დესერტი ძალიან უხდება ჩაის, ყავას და ლუდს.

ორცხობილა ყველით და ხორცით

ინგრედიენტები

  • 250გ კარაქი
  • 250გ ფქვილი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 300გ ყველი
  • 200გ საქონლის ხორცი

მომზადება

1.გახეხეთ გაყინული კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, მარილი, შაქარი. დაუმატეთ წყალი. მოზილეთ ცომი და დაამრგვალეთ. მოათავსეთ საყინულეში 20 წუთი.

2.გახეხეთ ყველი, წვრილად დაჭერით ძეხვი.

3.წვრილად გააბრტყელეთ ცომი.

4.გადაანაწილეთ ძეხვი და მოაყარეთ ყველი.

5.ორივე მხრიდან დაახვიეთ რულეტისებურად.

6.დაჭერით რულეტი 5-7მმ ნაჭრებად. მიეცით გულის ფორმა. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

7.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი