რატომ უნდა დავამატოთ ტოლმას დამწნილებული კომბოსტო

1793
Meatballs with cabbage. Lazy cabbage rolls

ამ ძველი რეცეპტით ხელმძღვანელობდა ჩემი კლასელის დედა. ერთხელაც მე მივედი მათთან სტუმრად და მომეცა საშუალება ამ პროცესისთვის მთლიანად მედევნებინა თვალი,  რაც მთავარია გამესინჯა ეს საოცარი კერძი და მერე რეცეპტიც მეთხოვა.

ზარმაცი ტოლმა ტაფაზე

ეს ზარმაცი ტოლმა კომბოსტოთი უფრო მარტივი მოსამზადებელია ვიდრე ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც დაგჭირდებათ ცოტაოდენი ძალისხმევა. შედეგი კი ნამდვილად ღირს გაწეულ შრომად!

დღეს მოგიყვებით თუ როგორ უნდა მოამზადოთ ზარმაცი ტოლმა ტაფაზე ჩემი საყვარელი რეცეპტის მიხედვით.

ინგრედიენტები

  • 100გ ბრინჯი
  • 400გ ქათმის ფარში
  • 1 ხახვი
  • 100გ ახალი კომბოსტო
  • 100გ კომბოსტოს მწნილი
  • 3 სუფრი კოვზი მცენარეული ზეთი
  • 200გ დაკონსერვებული პომიდორი
  • 100გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით
  • 1 წიწაკა ჩილი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • იტალიური ბალახების ნაზავი

მომზადება

1.ნებისმიერი ტოლმის საფუძველი-ბრინჯია. 100გ ბრინჯს დაასხით 1 ჭიქა ჭყალი და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, მომზადების შემდეგ დაელოდეთ მის გაგრილებას.

2. წვრილად დაჭერით კომბოსტო და ხახვი.

3.ფარში შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ან რამოდენიმე სახეობა ხორცის ნაზავი. ფარშს დაუმატეთ წიწაკა ჩილი, კვერცხი, ორივე სახის კომბოსტო და ნახევარი თავი დაჭრილი ხახვი. ამ ეტაპზე ფარშს კარგად მოურიეთ.

4.ყველა ინგრედიენტს მოურიეთ. ფარშისაგან შექმენით კატლეტის ფორმის ბრტყელი წრები. მათი შეწვა შეგიძლიათ იმწამსვე ან შეინახეთ მაცივარში და მოამზადეთ ნებისმერ დროს.

5. შეწვით აუცილებლად ორივე მხრიდან, მაღალ ცეცხლზე.

6.სანამ ტოლმა იწვება, მოთუშეთ მეორე ნაწილი დაჭრილი ხახვი.

7.მას შემდეგ, რაც ხახვი გახდება მოოქროსფერი დაუმატეთ პომიდორი, მარილი და იტალიური სანელებლები. ეს სუნელები ძალიან უხდება ტოლმას.

8.შემდეგ დაამატეთ წყალი და არჟნი. მას შემდეგ, რაც სოუსი დაიწყებს დუღილს მოასხით ის ტოლმას. დაუმატეთ დაფქული მწარე წიწაკა და დაფნის ფოტოლი.

9. მოთუშეთ ტოლმა სოუსში 20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!

ამ ტოლმის მომზადება შეგიძლიათ სულ რაღაც 40 წუთში. ნაწილი შეგიძლიათ გაყინოთ და ნებისმიერ დროს მოამზადოთ. ეს კერძი დამიჯერეთ ყველას ძალიან მოეწონება და ამიტომაც ხშირად მოგიწევთ მისი მომზადება.