პური ნიგვზით -ამ ინგრედიენტების მეშვეობით პური საოცრად არომატულია.

1245

ალბათ ყველას გამოგვიცხვია პური სახლში. ზოგი ფიქრობს, რომ მისი მომზადება სახლის პირობებში რთულია, მაგრამ დღეს ჩვენი რედაქცია ამ რეცეპტის დახმარებით საპირისპიროს დაამტკიცებს.

ცომი მოზელვის გარეშე – უმარტივესი და უსწრაფესი გამოსავალია, უბრალოდ აურევთ ინგრედიენტებს და საქმეც დამთავრებულია. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, ნიგოზი და გამომშრალი მოცვი. ამ ინგრედიენტების მეშვეობით პური საოცრად არომატულია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 360გ
  • საფუარი 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • ნიგოზი 100გ
  • გამომშრალი მოცვი 100გ
  • თაფი 50გ
  • წყალი 300მლ

მომზადება

1.330გ ფქვილი გაცერით და მარილთან ერთად მოათავსეთ დიდი ჯამში. დაუმატეთ საფუარი და ისევ კარგად მოურიეთ.

2.დააქუცმაცეთ ნიგოზი. დაუმატეთ ფქვილს მოცვთან ერთად და მოურიეთ.

3.თბილ წყალში გახსენით თაფლი.

4.წყალი ჩაასხით ფქვილის მასაში და მოურიეთ ხის კოვზით. არ მოზილოთ ცომი, ის უნდა იყოს წებოვანი.

5.ჯამს გადააფარეთ პაკეტი და 12-18 საათი თბილად შეინახეთ.

6.ღუმელი გაახურეთ 220 გრადუსზე და მასში მოათავსთ გამოსაცხობი ფორმა, რათა წინასწარ გაცხელდეს.

7.მაგიდაზე დააფინეთ პაკეტი, მოაპნიეთ ფქვილი, ხელი დაიფქვილიანეთ და ცომი ჯამიდან გადმოიტანეთ.

8.ცომს მიეცით სასურველი ფორმა. არავითარ შემთხვევაში არ ჩაზილოთ ცომი, დააფარეთ პაკეტი და დატოვეთ 45 წუთი.

9.მოაშორეთ პაკეტი. გახურებულ ფორმაში მოათავსეთ ცომი, დააფარეთ თავზე და გამოაცხვეთ 30 წუთი. ამ დროის განმავლობაში არ გამოაღოთ ღუმელი.

10.დროის გასვლის შემდეგ მოხადეთ თასაფარი და გამოაცხვეთ კიდევ 15 წუთი.

11.შეგიძლიათ გამომცხვარ პურს ზემოდან წაუსვათ თაფლი.

ცომის ამოსაფუებლად დიდი დროა საჭირო. მაგრამ ეს დრო არაფერია შედეგთან შედარებით. შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვენბით. გემრიელად მიირთვით!