პლიაცეკი ხაჭოს ბურთულებით და მოხარშული კრემით: საუცხოო დესერტი

1089

ნამცხვარი ხაჭოს ბურთულებით განსაკუთრებული დესერტების კატეგორიას მიეკუთვნება. საკმაოდ სწრაფად მზადდება, საჭიროა მხოლოდ ხაჭოს გაცრა, კრემს სულ რაღაც 2 წუთი სჭირდება, ორი სახეობის ცომისთვის კი კაკაო იქნება დასამატებელი.

მოხარშული კრემის წყალობით ხაჭოს ნამცხვარი საოცრად ნაზი და ნოტიო გამოდის. მოამზადეთ და ასიამოვნეთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ხაჭო
  • 10 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
  •  3 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 150 გრ არაჟანი
  • 450 გრ ფქვილი
  • 300 გრ კარაქი
  • 250 გრ შაქარი
  •  ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 3 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 300 მლ რძე

მომზადება

  1. დააბლენდერეთ ან გაცერით ხაჭო. დაამატეთ კვერცხის გული და ქოქოსის ფანტელი. შექმენით ბურთულები და შედგით მაცივარში 30 წუთთ.
  2. შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  3. ათქვიფეთ 150 გრ კარაქი და არაჟანი მიქსერით. დაამატეთ კვერცხი და განაგრძეთ ათქვეფვა. შემდეგ დაამატეთ შაქარი, რძე, ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  4. გაყავით ცომი ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით კარაქი. დაასხით ჯერ თეთრი ცომი, შემდეგ შოკოლადის, ზემოდან მოათავსეთ ხაჭოს ბურთულები, ოდნავ ჩაფალით ცომში.
  6. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით.
  7. მოამზადეთ კრემი: ჩაასხით ქვაბში 200 მლ რძე, დაუმატეთ მოხარშული კრემის ფხვნილი, როცა შესქელდება გადმოდგით. გაცივებულ კრემს დაუმატეთ 150 გრ კარაქი და ათქვიფეთ.
  8. წაუსვით ნამცხვარს კრემი, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.

უგემრიელესი ხაჭოს ნამცხვარი მზადაა! გაახარეთ ოჯახის წევრები საოცარი დესერტით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!