პიცა პეპერონი საფუარიანი ცომით

0
93

არცერთიგანთქმული რესტორნის პიცა ვერ აჯობებს თქვენი ხელით, სახლში მომზადებულ პიცას!

დამეთანხმებით, რომ პეპერონი პიცების მეფეა!

მისი მთავარი ინგრედიენტი ძეხვი პეპერონია, სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.

ინგრედიენტები

  • პეპერონი 150გ
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • წყალი 125მლ
  • მშრალი საფუარი 0,5 ჩაის კოვზუ
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი 1,5 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ბაზილიკი და სანელებლები გემოვნებით
  • ნიორი 3 კბილი
  • შვი წიწაკა გემოვნებით
  • მოცარელა გემოვნებით
  • როზმარინი და ორეგანი გემოვნებით
  • პომიდორი 3 ცალი
  • პომიდვრის სოუსი 2 სუფრი სკოვზი

მომზადება

  1. დაიწყეთ ცომი სმომზადება. თბილ წყალში გახსენით საფუარი შაქართან ერთად.
  2. გაცერით ფქვილი და გადაურიეთ მარილს, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, საფუარი. მოზილეთ რბილი ცომი, დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ ამოფუებას.
  3. პომიდორს დაასხით ცხელი წყალი და გათალეთ. დაჭერით და დააბლენდერეთ.
  4. ტაფაზე შეწვით ბაზილიკი, ორეგანო და როზმარინი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაქუცმაცებული ნიორი. ნივრის შეწვის შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის პიურე და დაელოდეთ ადუღებას.
  5. პასტას დაუმატეთ პომიდვრის სოუსი, ჩაის კოვზი შაქარი და მარილი გემოვნებით.
  6. გააბრტყელეთ ცომი თხლად. გადაიტანეთ ცხიმიან ფორმაზე. წაუსვით ცომს პომიდვრის პასტა, დაახეხეთ ყველი.
  7. ყველზე მოათავსეთ პეპერონი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი