მსუბუქი ხაჭოს მობრაწულა თეთრი შოკოლადით. არაჩვეულებრივი გემო

1342

ამ კერძს მობრაწულა კი ქვია, მაგრამ მისი გემო სუფლესავით ნაზ ღრუბელს ჰგავს. მისი განსაკუთრებულობა – ნაზი კრემის ტექსტურასა და თეთრი შოკოლადის გემოშია. ხაჭო სულაც რომ არ გიყვარდეთ, ეს დესერტი მასზე აზრს შეგაცვლევინებთ.

უმჯობესია, შეარჩიოთ 15%-იანი არაჟანი და ხაჭო. მარცვლოვანი ხაჭო აუცილებლად გაცერით. თუ ყველა ინსტრუქციას მიჰყვებით, შედეგად არაჩვეულებრივ დესერტს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ხაჭო
  • 100 მლ რძე
  • 2 ს.კ. მანანის ბურღული
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 50 გრ თეთრი შოკოლადი
  • 1 კვერცხი

მომზადება

  1. ათქვიფეთ ბლენდერით ხაჭო, ცხიმიანი რძე ან არაჟანი, მანანის ბურღული, შაქარი. დაამატეთ კვერცხი და კვლავ ათქვიფეთ.
  2. შეურიეთ მასას დაფხვნილი თეთრი შოკოლადი.
  3. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, დაასხით ხაჭოს მასა.
  4. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

მზა მობრაწულას შეგიძლიათ წაუსვათ შესქელებული რძე, ასე ძალიან მადისაღმძვრელი გამოვა. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!