მოამზადეთ ლობიოს უგემრიელესი შეჭამანდი – მარტივი რეცეპტი

1546

ლობიო ძალიან პოპულარული პროდუქტია. ჩვენში ლობიოს ამზადებენ როგორც ხმელი, ასევე ნედლი სახითაც. ნედლი აღმოსავლეთ საქართველოში ტრადიციულად იხარშება ლობიოს შეჭამანდის სახით. სწორედ ამ კერძის რეცეპტს გასწავლით დღეს…

ინგრედიენტები:

  • ლობიო 1 კგ
  • წყალი დაახლოებით 3 ლ
  • ხახვი 3-4 თავი
  • ერბო ან ზეთი 100 გ
  • ქინძი 50 გ
  • ქონდარი 20 გ
  • პიტნა 10 გ
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მარცვალი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ წყალში და მოვხარშოთ.
  2. წყალი თუ დააკლდა, დავუმატოთ. ლობიო რომ მოიხარშება, წვენი უნდა ჰქონდეს.
  3. ერბოში ან ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დავუმატოთ მოხარშულ ლობიოს.
  4. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი, ქონდარი, პიტნა, წიწაკა და მარილი.
  5. 10-15 წუთის დუღილის შემდეგ ლობიოს წვნიანი შეჭამანდი მზადაა.