მეგობრებს ყოველთვის ამ ღვეზელით ვუმასპინძლდები! გემრიელი მოლდოვური “ვერტუტა” არავის დატოვებს გულგრილს

გასულ წელს პირველად მოვინახულე მოლდოვა. 2.5 დღეში შემიყვარდა ეს ულამაზესი მიწა თავისი მშვენიერი ბუნებით, ქუჩებით, გაშენებული ვენახებით, მყუდრო სახლებით და უბრალოდ გემრიელი სამზარეულოთი. იქ გამიზიარეს უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტი, რომელმაც მთელი ჩემი ოჯახის გული მოიგო!

მოლდოვური ვერტუტა გემრიელი ღვეზელია, რომელიც დახვეული ცომით ძალიან მარტივად მზადდება.

გრეხილი ცომი

დღეს გასწავლით, როგორ მოამზადოთ მოლდოვური ვერტუტა ყველით. ამ ღვეზელს ყოველ პარასკევს ვაცხობ!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 300 გრ ფქვილი
  • 1 ც კვერცხი
  • 125 მლ წყალი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 450 გრ ყველი
  • 2 ც კვერცხი
  • კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი ცომზე წასასმელად

მომზადების წესი

1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ კვერცხი და მოურიეთ. შემდეგ წყალი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. კოვზით მოურიეთ.

2. მიღებული ცომი დაამრგვალეთ, პატარა ზომის საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.

3. შიგთავსის მოსამზადებლად გახეხეთ ყველი. მე გამოვიყენე 250 გრ ბრინძა და 200 გრ რუსული ყველი, თუმცა, შეგიძლიათ მხოლოდ ბრინძა ან ნახევარი ყველის ნაცვლად ხაჭო გამოიყენოთ. ყველს დაუმატეთ 1 ც კვერცხი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად მოურიეთ.

თუ მხოლოდ ბრინძას იყენებთ, შიგთავსს მარილის დამატება არ სჭირდება, თუ სხვა, უფრო ნაკლებად მარილიან ყველს იყენებთ, დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

4. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ხელით კარგად მოზილეთ ცომი ერთგვაროვან მკვრივ კონსისტენციამდე. ცომი ოდნავ უნდა ეკრობოდეს ხელს. გაყავით იგი ორ ნაწილად.

5. ცომის თითოეული ნაჭერი ძალიან თხლად გაიყვანეთ და ხელით ყოველ მხარეს კარგად გაწელეთ. ცომი რაც შეიძლება თხელი უნდა იყოს. მისი იდეალური სისქე არ უნდა იყოს 1 მმ-ზე მეტი.

წაუსვით ცომს ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და მოაყარეთ ზემოდან ნახევარი შიგთავსი. ცომის მეორე ნაჭერზეც იგივე გაიმეორეთ.

6. რულეტივით გაახვიეთ ცომი მჭიდროდ და ლოკოკინის ფორმით მოათავსეთ ზეთიან საცხობ ფორმაში. ღვეზელს ზემოდან კვერცხი წაუსვით.

7. გამოაცხვეთ ღვეზელი 180 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ ღვეზელი ტაფაზე შეწვათ, დაბალ ცეცხლზე, მცენარეულ ზეთში. შემდეგ გადააბრუნეთ ღვეზელი მეორე მხარეს, დაახურეთ თავსახური და ისე შეწვით, სანამ ვერტუტა ბოლომდე მზად არ იქნება.

სულ ესაა, მოლდოვური ვერტუტა მზადაა, გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტით მომზადებული ვერტუტა ძალიან ნოყიერი, არომატული და გემრიელი გამოდის. შიგთავსი შეგიძლიათ სხვა პროდუქტებით შეცვალოთ, მაგალითად, ხაჭოთი და მწვანილით, ხორცით, კომბოსტოთი, ვაშლით და გოგრითაც კი. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ კომენტარებში!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი