კრუასანის უმარტივესი რეცეპტი – ჩაინიშნეთ!

935

ფენოვანი ცომის კრუასანაბზე უკეთესი დესერტი მე არ მეგულება.

ბევრის აზრით, კრუასანები ფრანგებმა მოიგონეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ გემრიელობის სამშობლო ავსტრიაა. რამდენიმე ლეგენდა არსებობს მათი საფრანგეთში მოხვედრაზე, მაგრამ პირველად ის მაინც ავსტრიაში შეიქმნა.

ფრანგებმა კრუასანების რეცეპტი გააუმჯობესეს და მეტად დახვეწეს. ფრანგები იყენებენ საფუარს და კარაქს. ავსტრიაში ეს ინგრედიენტები არ გამოიყენებოდა კრუასანების მოსამზადებლად.

რა უნდა გავითვალისწინოთ იდეალური კრუასანის მომზადებისას

1.ჟანგბადის რაოდენობა ცომში. ეს უდიდეს მნისვნელობას ატარებს იდეალური შედეგის მისაღებად.

2.არ უნდა ვიჩქაროთ და ცომს დავაცადოთ კარგად ამოფუება. კრუასანებისთვის განკუთვბილი ცომი ნელა ამოდის, ესეც უნდა იყოს.

3.არ გააკეთოთ ეკონომია ინგრედიენტებზე. კარაქის და საფუარის რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია.

4.ცომის გაბრტყელებისას მას მიმართულება უნდა შეუცვალოთ. ის მეტად ელასტიური გახდება.

5.1კგ ცომისთვის უნდა გამოიყენოთ 250-300გ კარაქი ეს პროპორციები იდეალურია.

6.კონსისტენციათ უნდა გაითვალისწინოთ.

ინგრედინტები

  • 1კგ ფქვილი
  • 35გ საფუარი
  • 20გ მარილი
  • 100გ შქარი
  • 1 კვერცხი
  • 600მლ რძე
  • 600გ კარაქი

მომზადება

1.გაცრილ ფქვილს დაუმატეთ შაქარი, მარილი, რძე და საფუარი. არ დაგავიწყდეთ მისი წინასწარ წყალში დალბობა.

2.მოზილეთ ელასტიური ცომი. მოზელვის ხანგრძლივობა 30 წუთი. ამის შემდეგ ცომს გადააფარეთ პირსახოცი და მეორე დღემდე დატოვეთ მაცივარში.

3.მეორე დღეს ცომი გააბრტყელეთ ოთხკუთხედად. ერთ ნახევარზე გადაანაწილეთ კარაქი და დააფარეთ მეორე ნახევარი. ორჯერ გადაკეცეთ.

4.ამ მოქმედებების შემდეგ სწრაფად უნდა იმოქმედოთ: გააბრტყელეთ ცომი გრძლად, გაჭერით ორ ნაწილად და დაადეთ ერთმანეთს. ამოჭერით სამკუთხედები.

5.დაახვიეთ კრუასანები. წაუსვით კვერცხი.

6.გამოაცხეთ 250 გრადუსზე 12 წუთი.

გემრიელად მიირთვით!