კიატა-სომხური რეცეპტით მომზადებული ფაფუკი ფუნთუშა

2756

კიატა არის სომხური რეცეპტით მომზადებული ტკბილი ფუნთუშა, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შიგთავსია. სწორედ მისი წყალობით გამოდის ფუნთუშა ნაზი და ფაფუკი. კიატას მომზადება ძალიან მარტივია, გემო კი-შეუდარებელი!

ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ ტკბილი ფუნთუშას ცომი საფუარით.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 150 გრ კარაქი
  • გამაფხვიერებელი
  • კვერცხის გული ზემოდან წასასმელად

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 0,5 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესი

1. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მას არაჟანი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ ყველაფერი და მოამზადეთ ცომი. თანდათან დაუმატეთ გამდნარი კარაქი, ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური. კარგად შეფუთეთ ცომი ტილოში და შედგით მაცივარში 15-20 წუთით.

2. სანამ ცომი აფუვდება, მოამზადეთ შიგთავსი ფუნთუშასთვის. გაყინული კარაქი წვრილად გახეხეთ და დაუმატეთ შაქარი და ფქვილი. მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან კონსისტენციას არ მიიღებთ.

3. ცომი გაყავით სამ ნაწილად, თითოეული გაიყვანეთ თხელ ფენად. მასზე თანაბრად მოათავსეთ შიგთავსი და გაახვიეთ რულეტის მსგავსად და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

4. ფუნთუშები მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და თითოეულს ზემოდან კვერცხის გული წაუსვით. შედგით ცხელ ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 30-40 წუთის განმავლობაში.

როგორც ხედავთ, კიატას მომზადება ძალიან მარტივია, მას არ სჭირდება განსაკუთრებული უნარ-ჩვევები და ინგრედიენტები, ასე რომ, მისი გამოცხობა ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია.