თურქული ცხობილა “გეზლემე” – საოცრად გემრიელი!

0
360

ინგრედიენტები

  • ფქვილი 250გ
  • წყალი 150მლ
  • მზესუმზირის ზეთი 80მლ
  • მშრალი საფუარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ადიგენური ყველი 500გ
  • შპინატი 400გ
  • კარაქი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ფქვილი, მარილი და საფუარი გაცერით. თბილ წყალს დაუმატეთ ზეთი.
  2. მოზილეთ რბილი და არაწებოვანი ცომი.
  3. დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ. მანამდე მოამზადეთ შიგთავსი.
  4. მოხარშეთ შპინატი და დაელოდეთ გაგრილებას. გახეხეთ ყველი და დაუმატეთ შპინატს. მოაყარეთ მარილი.
  5. ცომი გაყავით 5-6 ნაწილად. თითოეული ნაწილი კარგად გააბრტყელეთ.
  6. გაალღვეთ კარაქი. წაუსვით ცომს.
  7. ცომი კონვერტისებურად დაახვიეთ.
  8. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი.
  9. გადაახვიეთ ცომი.
  10. ცომს წაუსვით ზეთი. გამოაცხვეთ ზეთში ორივე მხრიდან.
  11. მზა ცხობილებს დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი