“ევას ტრიუფელი” – შოკოლადის ტორტი, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. იჭრება კარაქივით და დნება პირში

0
3069

ეს ძალიან გემრიელი და მომხიბვლელი დესერტი საფრანგეთის კულინარიული აკადემიის, “Le Cordon Bleu”-ს შედევრს წარმაოდგენს. რაიმე გემრიელის მომზადების სურვილით მას თავად ინტერნეტ სივრცეში სრულიად შემთხვევით წავაწყდი. რეცეპტი იმდენად მარტივი და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, რომ დაუყონებლივ სამზარეულოსკენ გავეშურე და შოკოლადის უგემრიელესი ტორტის მომზადებას შევუდექი. ახლა მას უკვე რეგულარულად ვამზადებ ჩემი შვილებისთვის, რომელთაც უკვე სიგიჟემდე უყვართ ეს დესერტი.

“ევას ტრიუფელი”

ინგრედიენტები:

  • 225 გრამი კარაქი
  • 460 გრამი შოკოლადი კაკაოს 55-70%-იანი შემცველობით
  • 9 კვერცხი
  • 100 გრამი შაქარი
  • 1/4 ჩ.კ. ლიმონმჟავა ან 1/2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • კაკაოს ფხვნილი მოსართავად
  • საცხობი ფორმა დიამეტრით 23 სმ

მომზადება: 

1. მუდმივი მორევის პირობებში გაადნენ ერთად კარაქი და შოკოლადი დაბალ ცეცხლზე. კარაქის პატარა ნაჭერი მოიტოვეთ, რადგან ის საცხობ ფორმაზე წასასმელად დაგჭირდებათ.

2. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. გული კარგად ათქვიფეთ შაქართან ერთად და ჩაამატეთ ის შოკოლადისა და კარაქის გაგრილებულ ნარევში.

3. ცილა კარგად ათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში ლიმონმჟვასთან ერთად.

4. ნელ-ნელა დაიწყეთ ათქვეფილი ცილის ჩამატება შოკოლადის მასაში, თან მუდმივად ურიეთ ხის კოვზით. მიქსერის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

5. 23 მმ-იანი დიამეტრის მქონე საცხობ ფორმას შეაზილეთ შემონახული კარაქი და მოაყარეთ ზემოდან მცირეოდენი ფქვილი. ჩაასხით მასში ჩვენი შოკოლადის ცომი და მოასწორეთ ზედაპირი ხის კოვზის გამოყენებით.

6. მოათავსეთ ის გამსოაცხობად 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთით. არ გადააჭარბოთ დროს, რათა უბრალო ბისკვიტი არ გამოგივიდეთ. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ტორტი ბოლომდე მომზადებული არ არის და უმია, თუმცა 1 ღამით მაცივარში დატოვების შედეგად ის აუცილებლად გამკვრივდება. ზემოდან მას აუცილებლად მოაყარეთ კაკაო.

7. გემრიელად მიირთვით!

შოკოლადის ეს ტორტი დაგემოვნებისთანავე აუცილებლად შეგიყვარდებათ. მისი გემო და არომატი ნამდვილად შთამბეჭდავია! თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი