გრაციოზული ნამცხვარი ბატენბერგი – რეცეპტი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შეფმზარეულებისგან

0
625

ნამცხვარი “ბატენბერგი” გამოიგონეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შეფმზარეულებმა 1884 წელს. ამით აღნიშნეს დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილის, ჰესენის პრინცესა ვიქტორიასა და პრინც ლუი ბატენბერგის ქორწინება.

ამ გრაციოზული ნამცხვრის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის: 

  • 150 გრამი (2/2 ჭიქა) უმარილო დარბილებული კარაქი
  • 150 გრამი (3/4) შაქრის პუდრი
  • 3 კვერცხი, ათქვეფილი 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 150 გრამი (1 ჭიქა) თეთრი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • რამდენიმე წვეთი ვარდისფერი საკვები საღებავი
  • 100 გრამი (1/3 ჭიქა) გარგარის ჯემი
  • მცირეოდენი წყალი
  • 250 გრამი მარციპანის მზა ხვეულა

მომზადების წესი:

1.ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუს ცელსიუსზე. ნამცხვრის კვადრატულ ფორმას (15 სმ) მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით და ალუმინის სქელი ფოლგა ისე ჩაუფინეთ, რომ ძირი დაიფაროს და ფორმა ორ თანაბარ ნაწილად გაყოს.

 

2.კარაქი და შაქარი მოზრდილ ჯამში ათქვიფეთ, თანდათან კვერცხები, ფქვილი, გამაფხვიერებელი, რძე და ვანილი უმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, ნახევარი სხვა ჯამში გადაიტანეთ, დაუმატეთ 1 წვეთი ვარდისფერი საღებავი და კარგად მოურიეთ.

3.მიღებული ვარდისფერი მასა წინასწარ მომზადებული ფორმის  ცალ მხარეს კოვზით გადაიტანეთ, მეორე ფერი კი – მეორე მხარეს.

4.აცხვეთ 25-30 წუთი, ბისკვიტი ფაფუკი უნდა იყოს. გააცივეთ ცხაურზე. ორივე ფერის ბისკვიტი დაჭერით ჯერ თანაბარი ზომის ნაწილებად, შემდეგ კი – გრძლად.

5.ატმის ჯემი მომცრო ჯამში გადაიტანეთ, მცირეოდენი წყალი დაასხით და გააცხელეთ თხიერი მასის მიღებამდე.

6.ვარდისფერი ბისკვიტი მაგიდაზე მოათავსეთ და ერთ მხარეს კულინარიული ფუნჯით ატმის ჯემი წაუსვით. გვერდით შეუღებავი ბისკვიტი მიუდეთ. ორივე ნაწილი ხელით ფრთხილად შეაერთეთ და ატმის ჯემი თავზე ფუნჯით გადაუსვით.

7.შემდეგ შეუღებავ ნახევარს ვარდისფერი ფენა დაადეთ და პირიქით. ნამცხვრის გარე კუთხეებს ატმის ჯემი კიდევ ერთხელ წაუსვით.

8.მარციპანის მზა ხვეულა ისე დაჭერით, რომ ნამცხვარზე ოდნავ გრძელი იყოს და ჯემიან ნამცხვარს შემოახვიეთ, მიაკარით. მარციპანის ზედმეტი ბოლოები მოჭერით და ნამცხვარი თეფშზე გადაიტანეთ, შეერთების ადგილი ქვემოთ მოაქციეთ.

9.გააცივეთ ერთი საათი. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.

ესეც ასე, სამეფო ნამცხვარი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი