გემრიელი და იოლად მოსამზადებელი ყავის რულეტი

2210

თუ ცოტა დრო გაქვთ, მაგრამ გემრიელი დესერტის მომზადება გსურთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

ინგრედიენტები: 

  • 150 გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 5 დიდი კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 90 გ კარაქი, გამდნარი
  • 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა, გახსნილი 1 სუფრის კოვზ ადუღებულ წყალში
  • 500 მლ ნაღები კრემი შეზავებული 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავით
  • შაქრის პუდრი – მოსაყრელად

ულუფა: 6-8

მომზადების წესი: 30 წუთი

მომზადების დრო: 15-20 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი.
  2. 25×35 სმ ზომის რულეტის საცხობ ლანგარს კარაქი წაუსვით. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  3. დიდ ჯამში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.
  4. მიქსერით, დაბალი სიჩქარით, ათქვიფეთ კვერცხები და 1 ფინჯანი (200გ) შაქარი.
  5. დაბალი სიჩქარით თანდათან შეათქვიფეთ მშრალი ინგრედიენტები, გამდნარი კარაქი და ყავა.
  6. ცომი საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ.
  7. აცხვეთ 15-20 წუთი.
  8. რულეტის გადასახვევად: ჩაის ტილოზე მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი. ნამცხვარი ტილოზე გადაიტანეთ, ქაღალდი შემოაცალეთ და გვერდები ჩამოაჭერით. გადაახვიეთ და გააგრილეთ.
  9. გულსართი: გახსენით რულეტი, წაუსვით ნაღების კრემი და მოაყარეთ ჟოლო.
  10. ისევ გადაახვიეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.