არაჩვეულებრივი და უგემრიელესი ჟოლოს ბეზეს რულეტი

0
272

ბეზეს რულეტი არაჩვეულებრივი დესერტია, თუმცა ადვილი მოსამზადებელი არ არის. მიუხედავად ამისა, პრაქტიკა საშუალებას მოგცემთ, დაოსტატდეთ და იმ შემთხვევაში, თუ ისე არ გამოვიდა, როგორც საჭიროა, შეგიძლიათ გული არ გაიტეხოთ. უფრო მარტივად მოსამზადებელ რულეტის რეცეპტებსაც მალე მოგაწვდით.

ინგრედიენტები: 

რულეტი: 

  • 6 დიდი კვერცხის ცილა
  • 250 გ შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი, მოსაყრელად
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო, მოსაყრელად

კრემი:

  • 1 ფინჯანი ცხიმიანი ნაღები
  • 375 გ ჟოლო
  • 2-3 სუფრის კოვზი მსხვილად დატეხილი შავი შოკოლადი

მომზადების წესი: 

  1. რულეტი: გააცხელეთ ელექტროღუმელი 170 გრადუსზე. (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 3).
  2. რულეტის საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  3. დიდ ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის ცილა ვიდრე მკვრივი მასა არ წარმოიქმნება. შეურიეთ სიმინდის სახამებელი და ლიმონის წვენი.
  4. ბეზე თანაბრად გაანაწილეთ მომზადებულ ლანგარზე. აცხვეთ 20 წუთი, სანამ ღია ოქროსფერ არ მიიღებს. გააგრილეთ 1 საათი მაინც.
  5. მაგიდაზე დააფინეთ მეორე პერგამენტის ქაღალდი. მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი და კაკაო (ცოტა გადაინახეთ). გამომცხვარი ბეზე ქაღალდიანად გადაიტანეთ პერგამენტზე, ფრთხილად მოაცილეთ ქაღალდი, თუ ეწებება, სველი ფუნჯით შეეცადეთ პრობლემის მოგვარებას.
  6. კრემი: ათქვიფეთ ნაღები გამკვრივებამდე და ხის ნიჩბით გადაუსვით ბეზეს. თანაბრად მოაყარეთ ჟოლო და შოკოლადი. ქაღალდის მეშვეობით გადაახვიეთ და ქაღალდი ბოლოს ფრთხილად შემოაცალეთ. მოაყარეთ მორჩენილი შაქრის პუდრი და კაკაო.
  7. რულეტი თეფშზე გადაიტანეთ და სუფრაზე მიტანამდე მაცივარში მოათავსეთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი