ამ სუპისგან მეორე დღეს მხოლოდ ცარიელი ქვაბი რჩება. ძალიან მსუბუქი, გემრიელი და სასარგებლოა

0
19986

საკუთარი ცხოვრება გემრიელი სუპის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ბებია ბავშვობაში ყოველთვის მარიგებდა, რომ სუპი ყოველდღიური რაციონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, რადგან მას ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. დიდხანს ვცდილობდი, შემეყვარებინა ჩემი შვილებისთვის და მეუღლისთვის სხვადასხვა რეცეპტებით მომზადებული გემრიელი წვნიანები, თუმცა უშედეგოდ…

მოგვიანებით ინტერნეტში ერთ ძალიან საინტერესო რეცეპტს წავაწყდი და მაშინვე სამზარეულოსკენ გავეშურე. ჩემი შვილები ახლა უკვე ყოველდღიურად მთხოვენ ძალიან გემრიელი სუპის მომზადებას, რომელიც ოჯახში ყველას უყვარს. გირჩევთ, აუცილებლად ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი და თავად ცადოთ უგემრიელესი წვნიანის მომზადება.

სუპი ყველის ბურთებით

ინგრედიენტები სუპისთვის:

  • 2,5 ლიტრი ქათმის ბულიონი ან წყალი
  • 1 დიდი ზომის თავი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 5 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მწვანილები, მარილი და პილპილი გემოვნების მიხედვით

ინგრედიენტები ყველის ბურთებისთვის:

  • 100 გრამი ჰოლანდიური ყველი
  • 1 კვერცხი
  • 100-130 გრამი ფქვილი
  • 2 ს.კ. დარბილებული კარაქი
  • მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადება: 

1. დაიწყეთ ყველის ბურთების მომზადებით. ჰოლანდიური ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ კარაქი, ფქვილი, კვერცხი და მარილი, ამოიყვანეთ მსუბუქი ცომი და დააყოვნეთ ის 30 წუთით მაცივარში.

2. სანამ ცომი ყოვნდება, დაჭერით კარტოფილი კუბიკებად და ჩაამატეთ მდუღარე ბულიონში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. სტაფილო და ხახვი გახეხეთ, ოდნავ მოთუშეთ მცენარეულ ზეთში და ჩაამატეთ მდუღარე მასაში.

3. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, დაყავით თანაბარი ზომის პატარა ბურთებად და სათითაოდ ჩაამატეთ ბულიონში. ხარშეთ კიდევ დაახ. 10 წუთის განმავლობაში. გახსოვდეთ, ყველის ბურთები აუცილებლად უნდა იყოს პატარა ზომის, რათა კარგად მოიხარშოს.

4. როდესაც ყველის ბურთები კარგად მოიხარშება, ჩაამატეთ სუპში მწვანილები და გადმოდგით ცეცხლიდან. გემრიელად მიირთვით!

პირობას გაძლევთ, როდესაც ამ სუპს დააგემოვნებთ, ის აუცილებლად შეგიყვარდებათ. გახსოვდეთ, წვნიანები ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის და აუცილებელია მათი ჩართვა ჩვენი შვილების კვების რაციონში.

თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი