ალუბლის ტორტი ცხობის გარეშე “ყალბი მონასტრის ქოხი”

912

ალუბლის ტორტი არაჟნის კრემით ნამდვილად გაგილამაზებთ ზაფხულის ცხელ დღეებს.

ინგრედიენტები

  • 4 ფენა ლავაში
  • 660მლ არაჟანი 30%
  • 370გ მოხარშული შედედებული რძე
  • 500გ ალუბალი
  • 60გ შოკოლადი დეკორისთვის

მომზადება

1.კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ არაჟანი და მოხარშული შედედებული რძე.

2.გამოწურეთ ალუბალი.

3.ლავაშის ფირფიტები დაჭერით 4 ნაწილად. თითოეულზე მოათავსეთ ალუბალი და დაახვიეთ რულეტისებურად. უნდა გამოგივიდეთ 16 რულეტი.

4.თეფშს წაუვით კრემი და ზემოდან მოათავსეთ რულეტები (5 ცალი). გაიმეორეთ იგივე.

ტორტი ყველა მხრიდან დაფარეთ კრემით.

შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი.

5.მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!