აი ასე მზადდება ნამდვილი მეგრული ღომი

0
4107

ღომი წარმოადგენს სიმინდის ფქვილის სქელ ფაფას, რომელსაც არავითარი სანელებელი არ უკეთდება. იხმარება, როგორც პურის ან მჭადის შემცვლელი, მცირე წვნიან ან მშრალ ცხარე შეჭამანდებთან. ღომი შეიძლება გაკეთდეს ღომის მარცვლებისგან, ღერღილისგან და მარტოოდენ ფქვილისაგან.

პირველს ეწოდება ღომის ღომი, მეორეს ღერღილის ღომი, მესამეს ფქვილის ღომი.

დღეს გასტრონომია გასწავლით ნამდვილი, მეგრული ღომის მომზადებას.

მომზადების წესი:

  1. მსხვილად დაფქული სიმინდი – ღერღილი გავცრათ. ფქვილი გამოვა საცერიდან, ხოლო ნამდვილი ღერღილი საცერზე დარჩება და მასზე მოგროვდება ქატო. ეს ქატო ნაწილობრივ  მოვაცილოთ ღერღილს, შემდეგ ღერღილი ჩავყაროთ საღომე ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი, კარგად მოვურიოთ და რძისებრი წყალი გადავასხათ საცერდაფარებულ მეორე ქვაბში ისე, რომ პირველ ქვაბში დარჩეს გარეცხილი ღერღილი, მეორეში ნარეცხი წყალი, ხოლო საცერზე -ქატო. ეს გამოწურული წყალი ისევ ჩავასხათ საღომე ქვაბში. კიდევ კარგად მოვურიოთ და ისევ საცრით ჩავასხათ მეორე ქვაბში. ასე გავიმეოროთ სამ-ოთხჯერ. შემდეგ იგივე წყალი დავასხათ გარეცხილ ღერღილს და შევდგათ  ცეცხლზე მოსახარშად.
  2. წამოდუღების შემდეგ ხშირად ვურიოთს სპეციალური ხის მრგვალი ჯოხით – ჩოგანით. როდესაც ღომი სქელ ფაფად გადაიქცევა. ჩავაყაროთ ის ფქვილი, რომელიც გამოიცრა, და კარგად ჩავზილოთ სუთით. ჩაზელა სწრაფად უნდა ხდებოდეს 10-15 წუთი. ჩაზელის შემდეგ ღომი უნდა დავდგათ ნელ ცეცხლზე ჩასაშუშებლად. უმჯობესია იშუშოს თავდახურულ ჭურჭელში, მაგრამ ისე, რომ ორთქლის ამოსასვლელი არე ჰქონდეს. ჩაშუშვის შემდეგ ერთხელ კიდევ უნდა მოიზილოს სუთით. თეფშებზე ამოვიღოთ ცივ წყალში ამოვლებული ჩოგნით.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი