40 კბილი ნივრით მომზადებული ქათამი

0
60

არ გაგიკვირდეთ, დღეს თქვენ დაგჭირდებათ ზუსტად 40 კბილი ნიორი. ეს უნიკალური კერძის მოსამზადებლად არის საჭირო.

ეს კერძი საფრანგეთს ეკუთვნის. მაგრამ ახლა მისი უამრავი ვარიაცია არსებობს.

ინგრედიენტები

  • 1კგ ქათმის ბარკალი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 2 სუფრი კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 40 კბილი ნიორი
  • 340მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 2 სუფრის კოვზი ნაღები
  • 1 სუფრის კოვზი მშრალი ბექონდარა
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • მარილი

მომზადება

1.გაასუფთავეთ ნიორი.

2.გარეცხეთ ქათმის ბარკლები.

3.ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და ზეთი.

4.შეწვით საშუალო ცეცხლზე 5 წუთი ორივე მხრიდან.

5.ბარკლები მოათავსეთ ჯამში.

6.დაუწიეთ ცეცხლს და დაფაზე მოათავსეთ ნიორი. შეწვით 5-7 წუთი.

7.ჩაასხით ღვინო და მოურიეთ. მოხარშეთ ტაფაზე ქათმის ბარკლები.

8.მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ბექონდარა. მოთუშეთ 25-30 წუთი.

9.ტაფის მასა ჩაასხით ჭიქაში, დაგვჭირდება ნახევარი ჭიქა და მოაყარეთ ფქვილი, მოურიეთ. ტაფიდან გდაიტანეთ ქათამი.

10.სოუსი ჩაასხით ისევ ტაფაში, მოასხით ნაღები და გააცხელეთ.

11.მოასხით თბილი სოუსი ქათამს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი