4 რეცეპტი წვნიანების მოსართავად – გემრიელი სუპი ნახევარ საათში მზად იქნება

2410

დღეს ჩვენი რედაქცია უგემრიელეს და საკმაოდ მრავალფეროვან რეცეპტებს გასწავლით, ასე თქვენი წვნიანი კერძი უფრო მადისაღმძვრელი გამოვა…აუცილებლად ჩაინიშნეთ თითოეული რეცეპტი!
1. სართავი ბორშისთვის

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ჭარხალი
  • 800 გრ სტაფილო
  • 2 კგ კომბოსტო
  • 1 კგ პომიდორი
  • 600 გრ ხახვი
  • 300 მლ წყალი
  • 500 მლ მცენარეული რაფინირებული ზეთი
  • 100 მლ 9%-იანი ძმარი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • წიწაკის ფხვნილი
  • ცოტა ოხრახუშის ფესვები და დაფნის ფოთოლი არომატისთვის

მომზადება:

  1. ბოსტნეული გაასუფთავეთ. სტაფილო და ჭარხალი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. კომბოსტო წვრილად დაჭერით, პომიდორი ნაჭრებად დაჭერით. ხახვი და მწვანილი წვრილად დაჭერით.
  2. დაქუცმაცების შემდეგ ყველა ბოსტნეული აურიეთ, შესაბამისი ზომის ქვაბში მოათავსეთ, წყალი, რაფინირებული ზეთი, მარილი, წიწაკა, შაქარი და დაფნა დაუმატეთ. ბოსტნეულის ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე ნახევარი საათით ხარშეთ.
  3. სულ ბოლოს 9%-იანი ძმარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და სტერილურ ქილებში მოათავსეთ. თავსახური დაახურეთ. გაგრილების შემდეგ გრილ ადგილას შეინახეთ.
  4. ზამთარში, კარტოფილის და ხორცის მოხარშვის შემდეგ, ანუ მომზადების ბოლო ეტაპზე შეგიძლიათ წვნიანს ეს სართავი დაუმატოთ.

2. სართავი მაწვნის სუპისთვის

ინგრედიენტები:

  • 300 გრ კამა
  • 350 გრ ახალი კიტრი
  • 200 გრ პირშუშხა
  • 150 გრ მარილი

მომზადება:

  1. კიტრი სახეხზე დააქუცმაცეთ, კამა წვრილად დაჭერით, პირშუშხა ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ყველაფერი შეაერთეთ,  მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ მინის სტერილურ ქილებში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.
  2. ზამთარში მაწვნის წვნიანის მოსამზადებლად მთავარ ინგრედიენტებს ეს სართავი დაუმატეთ და 10 წუთით დააყენეთ. მარილის დამატება საჭირო არაა. მისი დახმარებით წვნიანის სისქის გაკონტროლებას შეძლებთ.


3. სართავი წვნიანისთვის

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კომბოსტო
  • 0,6 კგ სტაფილო
  • პომიდორი
  • ხახვი და ბულგარული წიწაკა
  • ნახევარი ჭიქა შაქარი და 9%-იანი ძმარი
  • 100 მლ მცენარეული რაფინირებული ზეთი
  • 2 ს/კ მარილი

მომზადება:

  1. კომბოსტო პომიდორთან და ხახვთან ერთად წვრილად დაჭერით, სტაფილო სახეხზე გახეხეთ. ბულგარული წიწაკა თხელ ზოლებად დაჭერით. ბოსტნეული ფრთხილად აურიეთ და 15 წუთით მოთუშეთ. შემდეგ მცენარეული ზეთი, მარილი, შაქარი დაამატეთ და 5 წუთით თუშეთ. მუდმივად აურიეთ.
  2. ბოლოს ძმარი დაასხით და ცეცხლს დაუწიეთ. ჯერ კიდევ ცხელი მინის სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და თბილად შეფუთეთ.

4. მარინადის სართავი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ახალი კიტრი
  • 0,5 კგ სტაფილო და ხახვი
  • 250 გრ ბრინჯი ან ქერი
  • 300 გრ პომიდვრის პასტა
  • 100 გრ შაქარი
  • 125 მლ მცენარეული ზეთი
  • 50 მლ 9%-იანი ძმარი
  • 2 ს/კ მარილი


მომზადება:

  1. ახალი კიტრი დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ. გახეხილი სტაფილო, ხახვის ნახევარ რგოლები დაუმატეთ და აურიეთ. ქერი ან ბრინჯი თითქმის მომზადებამდე ხარშეთ.
  2. პომიდვრის პასტა, მარილი, მცენარეული ზეთი, შაქარი აურიეთ და ბოსტნეულის ნარევს დაასხით. აურიეთ და მიღებული მასა ნახევარი საათით თუშეთ.
  3. ქერი ან ბრინჯი დაუმატეთ, კიდევ 5 წუთით თუშეთ. შემდეგ ძმარი დაუმატეთ, აურიეთ და მინის სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. შემდეგ მოხუფეთ და შეფუთეთ.