4 ძალიან მსუბუქი, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სალათი

ზაფხული სალათების სეზონია. თითქმის არავის სურს ზაფხულის ცხელ დღეებში მძიმე, ცხელი კერძის მირთმევა. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მივირთვათ ხილისა და ბოსტნეულის სულ მცირე 3 ულუფა დღის განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ 4 ყველაზე მარტივი და მსუბუქი სალათების რეცეპტს.

1. ძალიან მსუბუქი სალათი სიმინდით.

ინგრედიენტები

  • 2 ც ვაშლი
  • 200 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 ც პატარა კომბოსტო
  • ლიმონის წვენი
  • მარილი, პილპილი

მომზადების წესი

  1. სიმინდს წყალი გადაუღვარეთ და გარეცხეთ. გათალეთ ვაშლი და დახეხეთ. წვრილად დაჭერით კომბოსტო.
  2. ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს ღრმა თასში. დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. სალათი მზადაა!

2. ფიტნეს-სალათი.

ინგრედიენტები

  • ქათმის მოხარშული გულ-მკერდი
  • 2 ც კიტრი
  • 2 ც პომიდორი
  • 2 ც ტკბილი პილპილი
  • 5 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
  • 2 ს.კ. იოგურტი
  • მარილი, პილპილი, კამა

მომზადების წესი 

  1. თავდაპირველად დაჭერით კიტრი ვიწრო ზოლებად და ჩაყარეთ თასში.
  2. გამოაცხვეთ ქათმის გულ-მკერდი და შემდეგ თხელ ნაჭრებად დაჭერით. ასევე დაჭერით დანარჩენი ბოსტნეული.
  3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და იოგურტი და აურიეთ.

3. სალათი ბროკოლით.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ბროკოლი
  • 150 გრ მწვანე ზეთისხილი
  • 1 ც ტკბილი პილპილი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 20 მლ ზეითუნის ზეთი
  • მარილი

მომზადების წესი

  1. დაყავით ბროკოლი პატარა ნაწილებად, ჩაყარეთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბში, ადუღეთ 5 წუთით, დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით და ჩაყარეთ თასში.
  2. დაუმატეთ პილპილი და ზეთისხილი. კარგად აურიეთ, დაუმატეთ ზეთი და ძმარი, და მოურიეთ.

4. სალათი ყვავილოვანი კომბოსტოსგან.

ინგრედიენტები

  • 2 კგ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო
  • 300 გრ მაიონეზი
  • 6 კბილი ნიორი
  • კამა

მომზადების წესი 

  1. პირველ რიგში, გარეცხეთ და მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო მარილიან წყალში.
  2. ცალკე თასში შეურიეთ მაიონეზი (ან არაჟანი) და დაჭყლეტილი ნიორი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და კარგად მოურიეთ. დაასხით მიღებული მასა ყვავილოვან კომბოსტოს და კვლავ მოურიეთ.
  3. შედგით სალათი მაცივარში 2-3 საათით.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი