3 ყველაზე პოპულარული სალათი სტაფილოსგან

1385

ევროპული სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ხოლო სტაფილო-საუკეთესო ბოსტნეული. სწორედ ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ სტაფილოსგან მომზადებულ 3 ყველაზე პოპულარულ სალათს, რომლებსაც ისრაელში ამზადებენ.

ეს სალათები ძალიან სასარგებლო და გემრიელია, და, რაც მთავარია, ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

რის მომზადებაა შესაძლებელი სტაფილოსგან

სტაფილო შეიცავს ბოჭკოს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, იგი მარტივად მოსანელებელი ბოსტნეულია და ნაზად წმენდს ორგანიზმს.

სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, იგი თვალების ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. სტაფილო ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალებაა. იგი შეიცავს B, C და E ვიტამინებს, რომლებიც იმუნური სისტემისთვისაა აუცილებელი.

თუ კვირაში მინიმუმ 3-ჯერ მაინც შეჭამთ სტაფილოს სალათს (სასურველია სტაფილო იყოს ახალი), კანის ბუნებრივი დაბერების პროცესი შენელდება და იგი უფრო ელასტიური გახდება.

სტაფილო-მაროკოულად

სტაფილოს სალათის ეს რეცეპტი ჩრდილოეთ აფრიკიდანაა. მასში სტაფილოს მსუბუქად ხარშავენ, შემდეგ ურევენ ძმარს, ქინძსა და კვლიავს.

ინგრედიენტები

  • 4 ც მოზრდილი სტაფილო
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. ცხარე აჯიკა
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1/2 ჩ.კ. კვლიავი
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. მოხარშეთ გათლილი სტაფილო, მაგრამ ძალიან არ დაარბილოთ.

2. გაცივებული სტაფილო დაჭერით 0,5 სმ სისქის წრეებად.

3. განათავსეთ  საცხობი ლანგარი ცეცხლზე, მოასხით მცენარეული ზეთი, დაალაგეთ მასზე სტაფილო, დაუმატეთ ყველა სანელებელი და ნიორი, დაწურეთ წვენი ნახევარი ლიმონისგან და მოასხით სტაფილოს ზემოდან. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ძმარი და აჯიკა და კარგად აურიეთ.

4. სტაფილო სალათის ჯამში გადაიტანეთ. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და აურიეთ.

5. სტაფილო მაროკოულად უკვე მზადაა! გემრიელად მიირთვით!

სტაფილო მოცვითა და ამერიკული თხილით

ინგრედიენტები

  • 8 ც სტაფილო
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 100 გრ გამხმარი მოცვი
  • 100 გრ დაშაქრული ამერიკული თხილი
  • 2 ს.კ. მდოგვი
  • 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 4 კბილი ნიორი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დახეხეთ სტაფილო წვრილად და ჩაყარეთ სალათის ჯამში.
  2. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი. დაუმატეთ იგი სტაფილოს და კარგად აურიეთ.
  3. დაუმატეთ მოცვი და დაშაქრული ამერიკული თხილი (შეგიძლიათ მის ნაცვლად ნიგოზი გამოიყენოთ).
  4. სოუსის მოსამზადებლად აურიეთ ერთმანეთს ზეთი, შაქარი და ძმარი, დაუმატეთ მარილი, ნიორი, შავი წიწაკა და მდოგვი მარცვლეულის გარეშე, შემდეგ კი ყველაფერი კარგად აურიეთ.
  5. მიღებული სოუსი ზემოდან მოასხით სალათს.
  6. სულ ესაა, თქვენი სალათი მზადაა!

სტაფილო ნიახურთან ერთად

ინგრედიენტები

  • 5 ც სტაფილო
  • 1 ც ცხარე წიწაკა
  • 2 ძირი ნიახური
  • 1 კონა ქინძი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1/2 ჩ.კ. კვლიავი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

  1. გახეხეთ სტაფილო წვრილად.
  2. გარეცხეთ და კარგად გაასუფთავეთ ნიახური, შემდეგ კი წვრილად დაჭერით.
  3. დაჭერით ცხარე წიწაკა და სურვილისამებრ დაუმატეთ იგი სალათს.
  4. ძალიან წვრილად დაჭერით ქინძი.
  5. დაუმატეთ სალათს სანელებლები, ნიორი, ნახევარი ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი.
  6. კარგად აურიეთ ინგრედიენტები.
  7. მოაყარეთ ზემოდან ქინძი (თუ ქინძი არ გაქვთ, შეგიძლიათ ოხრახუში გამოიყენოთ).
  8. სტაფილოსა და ნიახურის სალათი უკვე მზადაა!