3 საუკეთესო შოკოლადის ტორტის რეცეპტი. ტკბილეული, რომელზეც უარს ვერავინ ამბობს

1097

პირადად მე, შოკოლადის ტორტზე ვერ ვამბობ უარს. დღეს ჩვენ ამ დესერტის 3 ვარიანტს შემოგთავაზებთ.

მათგან ყველაზე პოპულარული ვენის “ზახერია”. ის ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოთ თქვენს ცხოვრებაში. თუ ნამდვილი შოკოლადი თქვენტან დეფიციტია, მაშინ გამოიყენეთ კაკაო.

1.ტორტი “მდნარი საოცრება”

ინგრედიენტები

  • 5 ჭიქა + 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 3 ჭიქას + 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 4 სუფრის კოვზი კაკაო
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი

მომზადება

  1. მოვამზადოთ ბისკვიტი. 2 ჭიქა არაჟანთან ათქვიფეთ კვერცხი, 2 ჭიქა შაქარი, გააქტიურებული სოდა და 2 ჭიქა ფქვილი. მიღებული მასა გადაანაწილეთ 2 ფორმაში, რომელიც აუცილებლად უნდა ამოფინოთ ქაღალდით. გამოაცხვეთ 190-200 გრადუსზე 20-25 წუთი. ცომს შეგიძლიათ დაუმატოთ კენკრა ან ნიგოზი.
  2. მოვამზადოთ კრემი. ათქვიფეთ 3 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი.
  3. მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი. 2 სუფრის კოვზი არაჟანი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, კარაქი და 2 სუფრის კოვზი შაქარი გაალღვეთ დაბალ ცეცხლზე.
  4. გაგრილებულ ტორტს წაუსვით კრემი და მოასხით შოკოლადის მინანქარი.

2.ვენის “ზახერი”

ინგრედიენტები

  • 230გ შავი შოკოლადი
  • 180გ კარაქი
  • 6 კვერცხი
  • 130გ ხორბლის ფქვილი
  • 225გ შაქრის ფხვნილი
  • 3 სუფრის კოვზი გარგარის ჯემი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი

მომზადება

  1. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
  2. გაალღვეთ 130გ ნატურალური შოკოლადი და 130გ კარაქი წყლის აბაზანაზე. ოდანვ გააგრილეთ, ადუმატეთ 100გ შაქრის ფხვნილი და კვერცხის გული.
  3. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქრის ფხვნილი ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა.
  4. შოკოლადის მასას გადაიტანეთ დიდი ჯამში და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ცილის მასა. ფქვილი და ცილა შოკოლადის მასას მონაცვლეობით დაუმატეთ.
  5. გამოსაცხობი ფორმას წაუსვით ცხმი და მოაყარეთ ფქვილი. გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 10 წუთი (ღუმელის კარი გამოაღეთ).
  6. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 150 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კიდევ 50 წუთი. ფორმიდან გადმოიტანეთ ფირფიტა, დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ მთელი ღამით.
  7. ჯამში მოათავსეთ ჯემი და გააცხელეთ. ჯემი წაუსვით კორჟს.
  8. გაალღვეთ დარჩენილი შოკოლდაი და კარაქი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ წყალი და შაქრის ფხვნილი. კარგად მოურიეთ. დაელოდეთ 5-7 წუთი და მოასხით ტორტს.

3.შოკოლადის ტორტი თხილით “ციყვის ბედნიერება”

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 4 კვერცხი
  • 4 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 200გ შაქარი
  • 200გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 4 ჩაის კოვზი კაკო

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 180გ კარაქი
  • 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
  • 4 ჩაის კოვზი კაკაო
  • დასანამი მასალა გემოვნებით
  • თხილი

მომზადება

  1. ფქვილს დაუმატეთ კაკაო და გამაფხვიერებელი. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი აქაფებამდე, დაუმატეთ არაჟანი. ისევ ათქვიფეთ.
  2. გაცერთ ფქვილი და დაუმატეთ მთავარ მასას. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 40-45 წუთი.
  3. კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი, კაკაო და შედედებული რძე.
  4. თხილი მოხალეთ და დააქუცმაცეთ.
  5. მზა ბისკვიტი გააგრილეთ და გაჭერით 2-3 ნაწილად, დანამეთ, წაუსვით კრემი, მოაყარეთ თხილი. დაელოდეთ 3-4 საათი.

გემრიელად მიირთვით!